2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი. ორცხობილა, რომლის მირთმევაც დიეტის დროს წონის დასაკლებად მირჩიეს

2179

მე, ისევე როგორც ათასობით სხვა ქალბატონი, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი. ჩვენ უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ კვების რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ, ავკრძალოთ სხვადასხვა გემრიელი დესერტები, ნამრცხვრები და ორცხობილები. დამეთახმებით, რომ გემრიელ დესერტებზე უარის თქმა მართლაც ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით ტკბილეულისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევით.

ცნობილმა ამერიკელმა დიეტოლოგმა, სენდორფ სიგალმა შეიმუშავა არაჩვეულებრივი მეთოდი, თუ როგორ მოვიპოვოთ სხეულის სასურველი ფორმები შვრიისგან მომზადებული ძალიან გემრიელი და დაბალკალორიული ორცხობილებით. დიახ, დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა უკვე ათასობით ადამიანი ექიმ სიგალის მეთოდის ეფექტურობას ადასტურებს. დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორედ ამ ორცხობილების მომზადების რეცეპტი გაგიზიაროთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!

კეფირზე მომზადებული ლიმონის ძალიან არომატული და დაბალკალორიული ორცხობილების გემო აუცილებლად მოგეწონებათ. მთელი მარცვლეულის ფქვილი, დაფქული შვრია, უცხიმო კეფირი და სტევია, შაქრის ნაცვლად – ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ დიეტური და ძალიან არომატული ორცხობილების მოსამზადებლად, რომელიც არ ვნებს ჩვენს ფიგურას.

დიეტური ორცხობილები

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონი
  • 100 გრამი მთელმარცვლიანი ფქვილი
  • 100 გრამი კარგად დაფქული შვრია
  • 2 კვერცხი
  • 200 მლ უცხიმო კეფირი
  • 5 გრამი გამაფხვიერებელი
  • სტევია გემოვნების მიხედვით

მომზადება: 

1. შეურიეთ ერთმანეთში დაფქული შვრია და მთელმარცვლიანი ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი და სტევია.

2. მიღებულ მასაში ჩაამატეთ კეფირი და კვერცხი, შეუდექით ცომის ამოყვანას.

3. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა 1 ლიმონისგან, თავის კანიანად. თუ ბლენდერი არ გაქვთ, შეგიძლიათ მისი ხორცსაკეპში გატარებაც. მიღებული ფაფა ჩაამატეთ მზა ცომში, კარგად აზილეთ.

4. მიღებული ცომის გუნდა დაყავით თანაბარი ზომის პატარა ბურთებად.

5. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადმოიტანეთ მასზე ცომის პატარა ბურთები.

6. მოათავსეთ ისინი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახ. 15 წუთით.

7. დაბალკალორიული და ძალიან გემრიელი ორცხობილები მზად არის. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, ლიმონის ძალიან გემრიელი და დიეტური ორცხობილები საკმაოდ მარტივად მზადდება, თანაც ძალიან გემრიელი გამოდის. ყველაზე მკაცრი დიეტის დაცვის დროსაც კი თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ეს ორცხობილები.