12 ეშმაკობა რომელსაც კულინარიის სკოლებში ასწავლიან

ხორცი ისევ მაგარი გამოვიდა და ძნელად იღეჭება?! სამზარეულო კი მომზადების შემდეგ ისე გამოიყურება თითქოს ქარიშხალში მოხვდა?! მაშინ აუცილებლად უნდა შეცვალოთ რამე! ჩვენ რამდენიმე პროფესიონალი მზარეულის ეშმაკობა მოვაგროვეთ, რომლებიც ნამდვილად შეგიმსუბუქებენ ცხოვრებას!

საჭრელი დაფა აღარ იცურებს მაგიდაზე

საჭრელი დაფის ქვეშ სველი ხელსახოცი დადევით, ეს მარტივი ხერხი მას ერთ ადგილას გააჩერებს.

როგორ გავაუმჯობესოთ პომიდვრის სოუსის გემო

თუ პომიდვრის სოუსი ზედმეტად მჟავე გამოგივიდათ, მისი გემოს შერბილებაში შაქარი დაგეხმარებათ. თუმცა ამ შემთხვევაში, კერძში კალორიების რაოდენობა მოიმატებს. თუ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – შაქარი საკვები სოდით ჩაანაცვლეთ. ნახევარი ჩაის კოვზიც საკმარისი იქნება რათა ზედმეტი სიმჟავე გაქრეს.

გაუფრთხილდით ნერვებს

საკვების მომზადება გაცილებით მშვიდ ატმოსფეროში წარიმართება თუ კერძისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს წინასწარ მოამზადებთ. გვერწმუნეთ, ეს გაციულებით უკეთესია ვიდრე სიჩქარეში იმ ხახვისა და ნიორის რჩევა რომელიც ტაფაზე 5 წუთის წინ უნდა მოხვედრილიყო!

გააშრეთ ხორცი

ხორცის ტაფაზე მოთავსებამდე ის კარგად გააშრეთ. მაგალითად ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით. ზედმეტი სითხე მადის აღმძვრელი მობრაწული გარსის გაჩენას ხელს შეუშლის და ხორცი შემწვარის ნაცვლად მოთუშლი გამოვა.

დაასვენეთ ხორცი

ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ ნუ იჩქარებთ ხორცის დაჭრას. აჯობებს 5-10 წუთი დააცადოთ და შემდეგ დაჭრათ. ამგვარად ხორცი წვენს შეინარჩუნებს და მშრალი აღარ გამოგივათ.

მოწვით ნიგოზი და სუნელები

ეს შეიძლება გეუცნაუროთ, მაგრამ პროფესიონალი მზარეულები კერძში ჩამატებამდე, ნიგოზსაც და სუნელებსაც მშრალ ტაფაზე წვავენ. ეს მათგან ეთერზეთების გამოყოფას უწყობს ხელს და მათი გემო და არომატიც ძლიერდება.

დესერტები თბილი დანით დაჭერით

დანა ცხელ წყალში გააჩერეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი სწრაფად გაამშრალეთ და ჩიზქეიქის ან ნებისმიერი ნაზი დესერტის დაჭრას შეუდექით. გარწმუნებთ ნაჭრები იდეალური სიზუსტით დაიჭრება.

დაუმატეთ სიმჟავე

თუ კერძს რამე არ ყოფნის, ეს “რამე” თითქმის ყოველთვის სიმჟავეა. დაუმატეთ ცოტაოდენი ღვინო, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი – გარწმუნებთ გემო მოგეწონებათ.

წვნიანი ხორცის საიდუმლო

თითქმის ყველა რესტორანში, მომზადებამდე ხორცს მარინადში აჩერებენ – დაახლოებით 4-დან 12 საათამდე. ასეთი ეშმაკობა პროდუქტში წვენის მაქსიმალურად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მარინადს ნებისმიერი სუნელი დაუმატეთ რომელიც თქვენს ხორცს განსაკუთრებულ არომატს შემატებს.

როგორ შევინარჩუნოთ მწვანილი

ფოთლოვანი ბოსტნეულისა და მწვანილების სიახლის დიდი ხნით შენარჩუნებაში ქაღალდის ხელსახოცებ ჩაფენილი კონტეინერი დაგეხმარებათ. ისინი ჭარბ ნესტს იწოვენ და პროდუქტის სწრაფ გაფუჭებას უშლიან ხელს.

როგორ გავაკეთოთ მბზინვარე სოუსი

სოუსისთვის სასიამოვნო მბზინვარების შესამატებლად და მკვრივი, სასიამოვნო ტექსტური მისაღებად, პროფესიონალები მზა სოუსში რადმენიმე ნაჭერ ცივ კარაქს უმატებენ. ნუ მისცემთ მას დუღილის საშუალებას. უბრალოდ დაელოდეთ მომენტს როდესაც კარაქი სრულად გალღვება და მაშინვე გადმოდგით სოუსი ცეცხლიდან.

ნუ გარეცხავთ ტაფას

რაც არ უნდა დაიწვას ტაფაზეს მის გახეხვას ნუ იჩქარებთ. დაუმატეთ ცოტაოდენი ღვინო და ბულიონი და უგემრიელეს სოუსს მიიღებთ რომელიც ტაფაზე მომზადებული ყველა პროდუქტის გემოებს ერთად შეკრებს.