1 ქილა შესქელებული რძე, 2 კვერცხი, ფქვილი და ბავშვობის გემოს მქონე ნუგბარი მზადაა

2480

უამრავი სახალისო თეორია არსებობს, თუ საიდან გაჩნდა პონჩიკები. საბჭოთა კავშირის დროს, ამ ნუგბარის რეცეპტი, ალბათ, ყოველი დიასახლისის წიგნაკში იყო ჩაწერილი. ერთ დროს, შესქელებული რძის პონჩიკებს ბებაჩემიც მიცხობდა, დღემდე მახსოვს მათი გემო…

ქილა შესქელებული რძე, 2 კვერცხი, ცოტაოდენი ფქვილი და საყვარელი პონჩიკები მზადაა! მომზადება სულ 5-6 წუთს წაგართმევთ, შედეგს კი სათანადოდ შეაფასებენ დიდებიც და პატარებიც.

ინგრედიენტები

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 2 კვერცხი
  • ფქვილი – რამდენსაც ცომი აიტანს
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 მწიკვი სოდა
  • ზეთი
  • შაქრის პუდრი სურვილისამებრ

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შესქელებული რძე, მარილი, სოდა, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი მანამ სანამ რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი არ გამოგივათ.

2. გააბრტყელეთ ძეხვის ფორმის ცომი სუფთა მაგიდაზე.

3. დაჭერით „ძეხვი“ 2-3 სანტიმეტრიან ნაჭრებად და შექმენით ბურთულები.

4. შეწვით ზეთში ყველა მხრიდან ნელ ცეცხლზე.

5. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ფაფუკი პონჩიკები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ეს პონჩიკები განსაკუთრებით გემრიელია რძესთან. რეცეპტი ძალიან მარტივია, შედეგი კი – არაჩვეულებრივი!