ჰოთ დოგის ფუნთუშები

2138

ჩემმა ბავშვობამ ჰოთ დოგის და კოკა-კოლის გარეშე ჩაიარა. მაგრამ სწრაფი კვების გარეშეც არ ვყოფილვართ. ბევრმა არ იცის, რომ სწრაფი კვებაც შეიძლება სასარგებლოდ აქციოთ. მოამზადეთ ჰოთ დოგი თქვენით და დარწმუნდით ამაში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ჰაეროვენ და ჰაჰუკი ფუნთუშის მომზადების რეცეპტს ჰოთ დოგისთვის. ცომი მართლაც, რომ შეუდარებელია.

ჰოთ დოგის ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 390გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 150მლ რძე
  • 1,5 ჩაის კოვზი საფუარი (სწრაფად ხსნადი)
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 50გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 1 სუფრის კოვზი სეზამის მარცვალი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (ფირფიტის დასამუშავებლად)
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 6-7 სოსისი
  • 1 კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • კეჩუპი გემოვნებით
  • სალათის ფოთოლი გემოვნებით

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით თბილი რძე და მასში გახსენით საფუარი. დაუმატეთ შაქარი, მარილი, არაჟანი და გამღვალი კარაქი. მოურიეთ.

2.ასევე დაუმატეთ კერცხი და მდოგვი. ისევ კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი დატოვეთ სითბოში 1 საათი.

4.ცომი კარგად ჩზილეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 6-7 ნაწილად.

5.თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ მრგვლად, შემდეგ მიეცით შესაბამისი ფორმა. გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით ან ფოლგით, წაუსვით მცენარეული ზეთი. მოათავსეფთ ფუნთუშები ფირფიტაზე.

6.ფორმირებული ცომი დაასველეთ წყლით ან რძით, მოაყარეთ სეზამის მარცვლები. თბილ ადგილას დატოვეთ 10-15 წუთი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

7.გრილი ფუნთუშები გაწერით შაზე, შემდეგ კი ააწყვეთ ჰოთ დოგი თქვენი გემოვნებით. მაგალითად: ფუნთუშას წაუსვით კეჩუპი, მოათავსეთ სალათის ფოთოლი, სოსისი და კიტრის ნაჭრები. მოასხით მგოგვი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძში მტავარ ორს მაინც ცომი თამაშობს, რათქმაუნდა შიგთავსზეც ბევრია დამოკიდებული. მოამზადეთ და თავად დარწმინდით.