ჰაეროვანი ფენოვანი ცომი კეფირით

1265

თუ ტკბილეული მოგენატრათ, მაშინ ბევრი არ ალოდინოთ საკუთარი თავი და მოამზადეთ ეს საოცარი დესერტი. მომზადება უმარტივესია, ხოლო მისი მთავარი კომპონენტი კეფირზე დამზადებული ცომია.

თუ ფირფიტებს ერთმანეთთან კრემით შეაერთებთ, გამოგივათ ნამცხვარი “ნაპოლეონი”. ეს ცომი ძალიან მარტივად მზადდება და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.

ფენოვანი ცომი კეფირზე

დღეს ჩვან გაგიზიარებთ კეფირზე მომზადებულ ხრაშუნა ფენოვანი ფირფიტების რეცეპტს. რომელიც ძალიან მოეწონება ყველას.

ინგრედიენეტები ცომისთვის

  • 250გ კარაქი
  • 250მლ 25% კეფირი
  • 10გ გამაფხვიერებელი
  • 500გ ფქვილი
  • 3 მწიკვი მარილი

ინგრედიენტები მოსაფხვნელი მასისთვის

  • 120გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 150გ კარაქი
  • 15გ ვანილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი. ცომისთვის გახეხეთ ფქვილში ამოვლებული ცივი კარაქი.

2.ფქვილის მასას დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი. ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.

3.ჩაასხით კეფირი, მოურიეთ კოვზით. ცომი დაავურთავეთ (არ მოზილოთ), გადაახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

4.მოსაყრელის მოსამზადებლად ფქვილს დაუმატეთ შაქარი და ვანილი. გახეხეთ ცივი კარაქი, ხელით გადაურიეთ ინგრედიენტებს. ასევე 1 საათი მოათავსეთ მაცივარში.

5.უშაქრო ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან. ცომი გაყავით ორად და თითოეული ნაწილი ასევე გაყავით სამად. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 5 მილიმეტრიან ფირფიტად.

6.მოაფხვნელი მასა გამოიტანეთ მაცივრიდან და ხელით დატეხეთ. მთელი მასა გაყავით 5 ნაწილად.

7.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. მასზე მოათავსეთ ცომის პირველი ფენა და თავზე მოაფხვენით გამზადებული მასა. მოათავსეთ ცომის მეორე ფენა.

ოდნავ დააჭირეთ ხელი და დააფიქსირეთ ფირფიტები, ამ შემთხვევაში სწრაფად იმოქმედეთ, რათა კარაქმა ვერ მოასწროს გალღვობა. ბოლო ცომის ფენა შედარებით მეტად გაწელრთ და კუთხეები შეუკეცეთ ნამცხვრის დაბლა.

8.ფორმირებული ნამცხვარი გაჭერით ბასრი დანით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

9.გამომცხვარ ფირფიტებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!

ძალიან გემრიელი და მარტივი დესერტი! დღეს გამოვაცხვე, მაგრამ ცოტა შევცვალე რეცეპტი, გავაკეთე 5 ფენა, მათ შორის ფხვიერი მასის გარდა მოვათავსე ქიშმიში. ჩემი რჩევაა თავიდანვე დიდი ნამცვხრი გამოაცხვეთ, წიანააღმდეგ შემთხვევაში ქმარი და ბავშვები აგიჯანყდებიან.