ხურტკმელის “მოჰიტო” ზამთრისთვის

1741

მოამზადეთ ზამთრისთვის უგემრიელესი კომპოტი ხურტკმელისგან. იგი გემოთი მოჰიტოს მოგაგონებთ, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. კომპოტი ძალიან გემრიელი და არომატულია. მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებით კომპოტს მოამზადებთ 1 სამლიტრიანი ქილით.

პირველი ვარიანტი

  • 2 ჭიქა ხურტკმელი
  • 2 ც ლიმონის ნაჭერი
  • 3 ღერო პიტნა
  • 250 გრ შაქარი
  • წყალი

მეორე ვარიანტი

  • 2 ჭიქა ხურტკმელი
  • 2 ც ლიმონის ნაჭერი
  • 250 გრ შაქარი
  • 3 ღერო ბაზილიკა
  • წყალი

მომზადების წესი 

  1. დაასტერილეთ ქილა და გარეცხეთ ხურტკმელი. მზა კენკრა მოათავსეთ ქილებში, დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები. შემდეგ ერთ ქილაში დაუმატეთ ბაზილიკის ღეროები, ხოლო მეორეში-პიტნის.
  2. ყველა მზა პროდუქტს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით.  დროის გასვლის შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში შაქარი და დაასხით ქილაში არსებული წყალი. სხვადასხვა გემოს მქონე წყალი აუცილებლად სხვადასხვა ქილებში მოათავსეთ!
  3. ქვაბები დაადგით ცეცხლზე და მოადუღეთ. დამატებით 1 წუთით ადუღეთ და შემდეგ კვლავ ქილებში ჩაასხით. მოხუფეთ ქილები, შემოახვიეთ ხელსახოცი და გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

გემრიელად მიირთვით!