ხრაშუნა რულეტი კომბოსტოსგან

1714

ზაფხულის დადგომისთანავე ვამზადებ გემრიელ, ჰაეროვან, რბილ და წვნიან რულეტს პეკინის კომბოსტოსგან. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ 20 წუთია საჭირო.

რულეტი კომბოსტოსგან

ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ რულეტი შემწვარი კომბოსტოსგან.

ინგრედიენტები რულეტისთვის

  • 1 თავი პეკინის კომბოსტო
  • 4-5 ცალი კვერცხი
  • 60 გრ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 2 ც პომიდორი
  • 150 გრ ყველი
  • 100 გრ ლორი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • მწვანე ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. აიღეთ 9 ცალი ფოთოლი ერთი თავი პეკინური კომბოსტოსგან. მოაჭერით უხეში ნაწილი, შემდეგ ჩაქუჩით გააბრტყელეთ ფოთლის ცენტრი.

2. მოსახერხებელ თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და წიწაკა და კარგად მოურიეთ.

3. დაუმატეთ კვერცხს გაცრილი ფქვილი.

4. კომბოსტოს თითოეული ფოთოლი კარგად ამოავლეთ კვერცხში, შემდეგ კი შეწვით ტაფაზე, მცენარეულ ზეთში, ორივე მხარეს.

5. შიგთავსის მოსამზადებლად დაჭერით პომიდორი და ხახვი ძალიან წვრილად, ლორი კი-კუბებად, ხოლო ყველი-წვრილად გახეხეთ.

6. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ღრმა თასში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ.

7. კომბოსტოს ფოთოლი მოათავსეთ სწორ ზედაპირიან მაგიდაზე, მის შუა ნაწილში მოათავსეთ მცირე ოდენობის შიგთავსი და გაახვიეთ რულეტივით.

8. რულეტი პეკინის კომბოსტოსგან მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ყველა სახის კომბოსტოს შორის, პეკინის კომბოსტო ყველაზე წვნიანი და რბილია. ექიმები ურჩევენ დიაბეტისა და გულის დაავადებების მქონე ადამიანებს, რომ ხშირად მიიღონ პეკინის კომბოსტო.