ხრაშუნა კიტრი ქიშმიშით: ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ – გემოს იდეალური ბალანსი

1164

კიტრის მწნილის პლიუს ერთი რეცეპტი თქვენს კოლექციაში. სასიამოვნოდ გაგაოცებთ მისი ხრაშუნი და დაბალანსებული გემო. აქ ზომიერი სიცხარეცაა, სიმჟავეც და სიტკბოც. ყველაფერი კი განსაკუთრებული ინგრედიენტის – ქიშმიშის წყალობით..

ძალიან მოგეწონებათ ეს პიკანტური მარინადი. კამა განსაკუთრებულ არომატს შესძენს, კიტრი კი ხრაშუნს ინარჩუნებს და თავის თვისებებს არ კარგავს გაზაფხულამდეც კი.

ყურადღება! 1-ლიტრიან ქილას 2 ჩ.კ. ქიშმიში, 1 კონა  კამა, 1 კბ ნიორი და შავი პილპილის 4 კაკალი დასჭირდება. ძმრის, შაქრისა და მარილის რაოდენობაც 1 ლიტრ წყალზეა მოცემული.

ინგრედიენტები

  • 5 კგ კიტრი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ლ წყალი
  • 0,5 ს.კ. ძმარი
  • ქიშმიში გემოვნებით
  • ძმარი გემოვნებით
  • შავი პილპილის კაკლები გემოვნებით
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი, გაამზადეთ ქილები: მოახდინეთ სტერილიზაცია.

2. მოათავსეთ ქილაში კამა, 1 კბ ნიორი, შავი პილპილის 4 კაკალი. შემდეგ კიტრი და ქიშმიში. ჩაასხით წყალი ისე რომ ბოლომდე დაფაროს კიტრები.

3. გადაასხით წყალი ქვაბში, გაზომეთ მოცულობა. გათვალეთ მარილის, შაქრისა და ძმრის რაოდენობა. გახსენით წყალში ფხვიერი ინგრედიენტები, აადუღეთ მარინადი. მოხსენით ცეცხლიდან და დაუმატეთ ძმარი.

4. შეავსეთ ქილები მარინადით, დააფარეთ თავსახურები და მოახდინეთ სტერილიზაცია 20 წუთის განმავლობაში ადუღებიდან. მოხუფეთ ქილები, გადააბრუნეთ, შეფუთეთ და დატოვეთ 8 საათით.

საუცხოო კიტრის მწნილი მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით, დატკბით ახალი გემოებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!