ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილის რეცეპტი ლიმონით

3425

კიტრის მწნილს ყველაზე ხშირად ძმარში ამზადებენ. ძმარი, როგორც კონსერვანტი, საშუალებას იძლევა, რომ მასში შენახული ბოსტნეული არა თუ გაფუჭდეს, არამედ შეინარჩუნოს მან ვიტამინების ნაწილი მაინც. ასევე, ძმარი კერძს მჟავე გემოს ანიჭებს.

მაგრამ ძმარი შეიცავს ალკოჰოლს, რაც ყველას არ უყვარს, ამიტომ, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი. იგი ნატურალური, ბუნებრივი კონსერვანტია. ჩვენ შემოგთავაზებთ ლიმონის წვენით მომზადებული კიტრის მწნილის რეცეპტს.

როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი ლიმონის წვენში

ინგრედიენტები

  • 600 გრ კიტრი
  • 1 ლიმონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ღერი კამა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 მიხაკის კვირტი
  • 1/2 ჩ/კ მდოგვის მარცვალი
  • 3 მარცვალი შაავი წიწაკა
  • 3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 150 გრ შაქარი
  • 40 გრ მარილი

მომზადების წესი

1. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 2 ლიტრიანი ქილა შეივსება კიტრის მწნილით. ჩაალბეთ კიტრი ცივ წყალში რამდენიმე საათით. შემდეგ გარეცხეთ და კუთხეები ორივე მხარეს მოაჭერით.

2. სტერილურ ქილაში ჩადეთ კამა, შემდეგ კი ყველა სანელებელი. ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრი, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი.

3. ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი, გახსენით მასში შაქარი და მარილი და აადუღეთ.

4. ადუღებული წყალი დაასხით კიტრს და ზემოდან დაადეთ დაჭრილი ლიმონი. მაშინვე მოხუფეთ ქილა, ჩააბრუნეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

რამდენიმე დღეში შეგეძლებათ დააგემოვნოთ დამარილებული კიტრი. ლიმონით მომზადებულ კიტრის მწნილს არაჩვეულებრივი არომატი და გემო აქვს და ამაში თქვენც დარწმუნდებით, როცა მწნილს ამ მეთოდით მოამზადებთ.

თუ მწნილის შენახვას ზამთრამდე აპირებთ, მაშინ შეინახეთ იგი ბნელ ადილას.