ხორცი, რომელიც მწვადზე და კატლეტებზე გემრიელი გამოდის

749

დაბეგვილი ხორცი ყველით და განუმეორებელი შიგთავსით. მე ძალიან მომბეზრდა მწვადი და კატლეტი, ამიტომაც ამ რეცეპტის აღმოჩენა ძალიან გამიხარდა.

ინგრედიენტები

  • 3 ნაჭერი ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • პომიდორი
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაიონეზი
  • 100გ ყველი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მწვანილი
  • სანელებლები

მომზადება

1.ხორცი კარგად დაბეგვეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცი ან ქათამი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და წაუსვით მაიონეზი.

2.მოვამზადოთ ბოსტნეული: დაჭერით ხახვი და პომიდორი მრგვლად.

3.აიღეთ გამოსაცხობი ფორმა, ამოფინეთ პერგამენტით და მოათავსეთ ხახვი, ზემოდან ხორცი და პომიდორი. ზემოდან წაუსვით ნიორი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.მოხარშეთ კარტოფილი. გახეხეთ და მოაყარეთ პომიდორს. წაუსვით მაიონეზი ან არაჟანი.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი. მომზადებიდან 5 წუთით ადრე მოაყარეთ ყველი და ისევ გამოაცხეთ.

გემრიელად მიიორთვით!