ხორცი არასოდეს არის ზედმეტი – შეუდარებელი ქათმის ხვეულა ბეკონით

1325

თუ არ იცით სადილად რა მოამზადოთ, აირჩიეთ ქათმის ხვეულა ბეკონით. ეს წარმოუდგენელი კომბინაცია, კერძს ძალიან ორიგინალურს და გემრიელს ხდის. სასიხარულო ის არის, რომ მისი მომზადება ძალიან სწრაფად შეგიძლიათ და რაც მთავარია, აუცილებლად კმაყოფილები დარჩებით.

როდესაც გამოაცხობთ ბეკონთან ერთად, ხვეულას შიგთავსი ძალიან წვნიანი ხდება. მისი მომზადება ნამდვილად ღირს.

მასალები:

  • ქათმის ფილე – 2 ც.
  • ყველი – 150 გ
  • ბულგარული წიწაკა – 2 ცალი
  • ბეკონი – 100 გ
  • ოხრახუში – 1 კონა
  • კამა – 1 კონა
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. გარეცხეთ და შემდეგ კარგად გააშრეთ ქათმის ფილე. დააბრტყელეთ ჩაქუჩით.
  2. ფილე დაფარეთ ყველის თხელი ფენით.
  3. მოაყარეთ წიწაკა, ოხრახუში, კამა და მჭიდროდ შეახვიეთ.
  4. თითოეულ ხვეულას ზემოდან მოახვიეთ ბეკონი.
  5. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე. დაუმატეთ მცენარეული ზეთი, რათა კერძი არ დაიშალოს და ყველა ინგრედიენტი ერთად დარჩეს.
  6. ღუმელში გააჩერეთ 30 წუთით.

მიირთვით კერძი სოუსთან ერთად. ქათმის ხვეულა სადღესასწაულოდ გამოიყურება, ამიტომ ის შესაფერისია როგორც ჩვეულებრივი სადილის დროს, ასევე დღესასწაულისთვის!