ხორცის ღვეზელი კარტოფილით ბებიაჩემის რეცეპტის მიხედვით

1371

ჩემში ღვეზელი მუდამ ბავშვობის ასოციაციას იწვევს. სოფელში ბებიასთან სტუმრობას მუდამ ახლდა ცომის მოზელვა და ღვეზელების მომზადება. სწორედ ასეთი მოგონებები მიიჩნევა ადამიანის ცხოვრებაში უბედნიერესად.

დღეს ჩემი ოჯახისთვის მეც ხშირად ვამზადებ სხვადასხვა ცომეულს. მათ ყველაზე მეტად ხორცის ღვეზელები უყვართ კარტოფილით. ნოყიერიც გამოდის და ამავდროულად იოლად მოსამზადებელი.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ფქვილი
  • 350 გრ ღორის ხორცის ფარში
  • 3 ც კარტოფილი
  • 350 მლ რძე
  • 1 ც ხახვი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, საფუარი, მარილი, შაქარი, დაასხით თბილი რძე, ზეთი და მოზილეთ რბილი ცომი. დადგით 1 საათით, სანამ კარგად არ ამოვა.

2. მოხარშეთ კარტოფილი, მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ მარილი, ცოტაოდენი კარაქი, კამა და კარგად მოურიეთ.

3. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ფარში, გატარებული ნიორი, დაფნის ფოთოლი და შეწვით.

4. სოუსის მოსამზადებლად დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, მუდმივად ურიეთ, შემდეგ ჩაასხით რძე, შეასქელეთ, მოხსენით ცეცხლიდან და დაუმატეთ ფარშს.

5. ამოსული ცომი დაყავით 10 ნაწილად, დააფარეთ პირსახოცი და კიდევ 15 წუთით დატოვეთ. შემდეგ ყოველი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ, წაუსვით ცენტრში მდნარი კარაქი და გადააბრუნეთ.

6. შუაში მოათავსეთ თითო კოვზი პიურე და ფარში. შემდეგ ცომის კუთხეები მოუჭირეთ ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული.

7.  საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, მოათავსეთ ღვეზელები. წაუსვით კვერცხის გული. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით.

ნაღების სოუსის წყალობით, ღვეზელი ძალიან ნაზი გამოდის. შესანიშნავია საუზმეზე და სადილზეც. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!