ხორცის რულეტი, რომელიც თქვენს გულს ნამდვილად მოიგებს

1002
Savory mince pancakes or tortillas cut open to show the ground or minced meat and vegetable filling in a rich tasty gravy

“ქალის ენა” – მადისაღმძვრელი ტრადიციული კერძია, რომელიც ლანჩისთვის საუკეთესო ვარიანტია, რათქმაუნდა სადღესასწაულო სუფრისათვი შეუცვლელი კომპონენტია. თუ თქვენ ჩემსავით ხორცის მოყვარულები ხართ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენს გულს ნამდვილად მოიგებს.

თავიდანვე გეტყვით, რომ ეს რეცეპტი არ არის რთული, ამიტომაც მარტივად შეძლებთ მის მომზადებს. გამოიყენეთ ხარისხიანი ინგრედიენტები და მიიღებთ დაუვიწყარ გემოს.

რულეტი ფარშით

ინგრედიენტები

  • 7 ხახვი
  • 5 სტაფილო
  • 2ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 800გ ფქვილი
  • მარილი
  • 1კგ ღორის ფარში
  • 50მლ თბილი რძე

მომზადება

1.მოზილეთ ცომი რძით, კვერცხით, და მარილით. გადააფარეთ ნამიანი პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთი.

2.მსხვილად გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით ნაახევარწრეებად. ფარშს მოაყარეთ მარილი დადამოწურეთ ხახვი.

3.დაუმატეთ რძე და მოაყარეთ სანელებლები. კარგად მოურიეთ.

4.ცომი გააბრტყელეთ თხელ ფირფიტად და დაყავით 20 ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილზე მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ხორცის შიგთავსი და თანაბრად გადაანაწლიეთ.

5.ცომი დაახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით 7სმ ნაჭრებად.

6.დაჭრილი რულეტები შეწვით ზეთში, შემდეგ მოათავსეთ ქვაბში ერთი ფენა რულეტი, ხოლო შემდეგ მეორე ფენა გახეხილი ხახვი და სტაფილო.

7.ქვაბში ჩაასხით ბულიონი და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე. წამოადუღეთ და 10 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ამ მეთოდით თქვენი კერძი იქნება ძალიან წვნიანი და საოცრად არომატული.

ამ კერძისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ფარშიც. ამ შემთხვევაში თქვენი კერძი გამოვა ნაკლებად კალორიული.

კერძი გააფორმეთ ბოსტნეულით და მწვანილით. გემრიელად მიირთვით!