ხილის ჩხირები – მისი მომზადება სახლის პირობებში ბიუჯეტურად და მარტივად შეგიძლიათ.

1254

მაღაზიაში ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სახის ჩხირებს. ისინი მაქსიმალურად არომატულია და შედგება თხილისა და ხილისგან. ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება მსგავსი ჩხირები, მაგრამ მათი შეძენა არ არის იაფი.

მისი მომზადება სახლის პირობებში ბიუჯეტურად და მარტივად შეგიძლიათ. მიჰყევით ჩვენს რეცეპტს და ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • თხილი კეშიუ 90გ
  • ნუში 90გ
  • გამომშრალი გარგარი 90გ
  • შავი ქლიავი 90გ
  • ქიშმიში 90გ
  • ფინიკი 90გ
  • კაკაო 10გ
  • სელის თესლი 10გ

მომზადება

1.ხილს დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 20 წუთი. მოაშორეთ თესლი.

2.დაფქვით ნიგოზი და სელი.

3.ხილი დააბლენდერეთ და მოათავსეთ ღრმა ჯამში.

4.ხილს დაუმატეთ დაფქული ნიგოზი და სელი, კარგად მოურიეთ ხელით.

5.სელს დაუმატეთ კაკაო.

6.ცომი მოათავსეთ 2 პაკეტს შორის და გააბრტყელეთ 6მმ.

7.დაჭერით სასურველ ფორმაზე და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.

8.გამოაშრეთ 75 გრადუსზე 2 საათი.

ჩხირები უმჯობესია შეინახოთ მაცივარში (3 დღეზე მერი არ შეიძლება). გემრიელად მიირთვით!