ხილისა და ხაჭოს სასარგებლო ნაყინი

1756

ნაყინი გიყვართ, მაგრამ ხშირად არ მიირთმევთ, რადგან დიდი ოდენობით შაქარს და ცხიმს შეიცავს. გამოვიცანით? აი, დაბალკალორიული რომ იყოს, თავს არ შეიზღუდავდით და ოჯახის წევრებსაც ასიამოვნებდით, ხომ ასეა? ამაზე მარტივი არაფერია: მოამზადეთ ხაჭოსა და ბანანის ნაყინი, რომელიც სულ რაღაც 75 კკალ შეიცავს 100 გრამზე.

არავითარი საღებავი, ხელოვნური დამატკბობელი და ქიმიური დანამატები – ხაჭოს ნაყინი გემრიელი და სასარგებლოა. მეტი სარგებლისთვის შეგიძლიათ შაქრის პუდრი 2 ს.კ. თაფლით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხაჭო
  • 130 მლ ნაღები
  • 2 ც ბანანი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 4 ჩ.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

1. დააბლენდერეთ ხაჭო, დაჭრილი ბანანი, ნახევარი ნაღები და შაქრის პუდრი.

2. გადაიტანეთ მასა კონტეინერში და შედგით საყინულეში. დაახლოებით 5 საათში მიიღებთ სრულფასოვან ნაყინს.

3. ამ დროის განმავლობაში მასა ძალიან გაიყინება, ამიტომ გირჩევთ მირთმევამდე მაცივრის ქვედა განყოფილებაში შედგათ 20 წუთით.

სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ, მოასხათ საყვარელი ტოპინგები და გაამრავალფეროვნოთ გემო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!