ხეკი ხახვის სოუსში: სულ რაღაც 20 წუთი და არომატული კერძი მზადაა

2847

როცა საყინულეში ხეკი მაქვს, ამ სამიდან ერთ-ერთ კერძს ვამზადებ: შემწვარი თევზი, მოთუშული ტომატში ან არომატული უხა. პირველი ვარიანტი ყველაზე მარტივია, მაგრამ თუ გსურთ, კერძი გაამრაფალფეროვნოთ, ხეკი ხახვით – საუკეთესო არჩევანია.

ეს მარტივი და გემრიელი კერძი ყოველდღიური ვახშმისთვის ზედგამოჭრილია. მოდით, დღესვე სცადეთ და თავადვე დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხეკი
  • 2 ც ხახვი
  • 35 გრ კარაქი
  • 3 ც წიწაკა
  • 10 ც შავი პილპილის კაკალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ თევზი და კარგად გაასუფთავეთ.
  2. დაჭერით ნაჭრებად, დაუმატეთ მარილი.
  3. დაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და პილპილის კაკლები.
  4. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, დაყარეთ ტაფაზე და მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში.
  5. მოათავსეთ ზემოდან ხეკი. მოამზადეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
  6. გადააბრუნეთ და კიდევ 10 წუთი მოამზადეთ.

მზა კერძს გარნირად მოუხდება გამომცხვარი კარტოფილი, ბრინჯი ან ბოსტნეული. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!