ხაჭოს ხვეული ფორმის ორცხობილების რეცეპტი

1242

მე ძალიან მიყვარს ხაჭოთი მომზადებული დესერტები. განსაკუთრებით “კრალკები”, რომლებიც ბავშვობას მაგონებს. ბებია ამ ტკბილეულს ხშირად გვიცხობდა, როდესაც მე და ჩემი და მასთან ვატარებდით არდადეგებს.

რბილი ხვეული ორცხობილები შაქრიანი ქერქით, ძალიან უხდება ჩაის, ყავას, კაკაოს და რძეს. სახლში მომზადებული ხაჭოს ორცხობილების მომზადება საკმაოდ მარტივია, მაგრამ თეფშიდან რამდენიმე წუთში ქრება.

ხაჭოს გემრიელი ორცხობილა 

ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 200 გრ ხაჭო
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. რძე
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი

1. თასში შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, კვერცხი, შაქარი, მარილი, ზეითუნის ზეთი და რძე.

2. ათქვიფეთ ინგრედიენტები ხელის ბლენდერით.

3. მასას დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

4. მოზილეთ ცომი.

5. გადაიტანეთ ცომი მაგიდაზე, მიეცით მას ძეხვის ფორმა და გაჭერით 14 ნაწილად.

6. თითოეული ნაჭრისგან გააკეთეთ დაახლოებით 16 სმ-იანი გრძივი შოლტი.

7. შოლტი ორივე მხრიდან სპირალივით გაახვიეთ.

8. თითოეულ ორცხობილას მოაყარეთ შაქარი.

9. საცხობ პერგამენტზე დააკარით ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ორცხობილები.

10. გამოაცხვეთ “კრალკები” 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ თითოეული ოქროს ფერს არ მიიღებს.

ხაჭოს ორცხობილები მზადაა. გემრიელად მიირთვით!