ხაჭოს ხვეულები არაჟნის სოუსში – ზუსტი რეცეპტი

1046

როცა ქუჩაში სიცივეა, წვიმა მოდის ან სახლში ყოფნა გიწევთ, ცხელი ბალახების ჩაით თავის განებივრება მსურს. დღეს ჩაიზე მისაყოლებლად ხაჭოს ხვეულების მომზადება გადავწყვიტე. ამ რეცეპტით მომზადებულ ხაჭოს ხვეულას გამოცხობისთანავე არაჟნის სოუსს ასხამენ, ფუთავენ და ასე სრულ გაგრილებამდე აჩერებენ. შედეგად, ხვეულა ძალიან რბილი და გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

ფქვილი, შაქარი, არაჟანი, რძე, კვერცხი, მარგარინი, საფუარი, ხაჭო, მზესუმზირას ზეთი.


ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • 350 გრ ფქვილი
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 100 გრ რძე
  • 50 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგარინი (თუ მისი გამოყენების წინააღმდეგი ხართ, კარაქი ან მცენარეული ზეთი აიღეთ)
  • 70 გრ არაჟანი

მომზადება:

  1. თბილ რძეს მშრალი საფუარი, ნახევარი ჩ/კ შაქარი, 2-3 ჩ/კ ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და 30-40 წუთით გააჩერეთ.
  2. ფქვილი გაცერით, მარილი, შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ფქვილის ნარევს დარბილებული მარგარინი, არაჟანი დაუმატეთ და მსხვილ ნამცეცებად დაფშვენით.
  4. საფუარის ნარევი დაუმატეთ და საშუალო კონსისტენციის ცომი მოზილეთ.
  5. მოზელილ ცომს პირსახოცი დააფარეთ და 10-15 წუთით გააჩერეთ.


შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

  • 500 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი


ცომი გააბრტყელეთ, ზემოდან შიგთავსი მოაყარეთ, რულეტი დაახვიეთ და სასურველ სისქეზე დაჭერით.


ხაჭოს ხვეულები მზესუმზირას ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, ზემოდან ხვეულას ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. 40 წუთით გამტკიცებისთვის გააჩერეთ. ამის შემდეგ 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ.


მოსასხმელად 200 გრ არაჟანი და 1 ს/კ შაქარი აურიეთ.


ხაჭოს ხვეულებს გამოცხობის შემდეგ არაჟნის სოუსი მოასხით, კარგად შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.


გემრიელად მიირთვით!