ხაჭოს ძალიან არომატული ბლინები კვერცხისა და ფქვილის გარეშე. გამოდის ძალიან ფაფუკი და ნაზი

3308

დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ ხაჭოს ძალიან გემრიელი ბლინების მომზადების საკმაოდ მარტივი რეცეპტი. კარგად მახსოვს, როგორ მანებივრებდა დედა ბავშვობაში ამ უგემრიელესი ბლინებით. როგორც მოგეხსენებათ, ხაჭო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თითოეული მოზარდის კვების რაციონში უნდა შედიოდეს, რადგან ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმს და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა არაერთ მინერალს.

ხაჭოს უგემრიელესი ბლინები სწრაფად და მარტივად

ყველა დიასახლისს ბლინების მომზადების საკუთარი, უნიკალური რეცეპტი აქვს. გირჩევთ, თუ უახლოეს მომავალში ოჯახის წევრების გემრიელი ბლინებით განებივრებას გადაწყვეტთ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტით ისარგებლოთ, რადგან ასე მომზადებული ხაჭოს ბლინები ძალიან ფაფუკი, მოცულობითი და საოცრად გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები: 

  • 4-5 ს.კ. მანის ბურღული
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 400 გრამი ხაჭო
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ცომში ცუკატების, ქიშმიშის და წვრილად დაჭრილი ფინიკის ჩამატებაც.

მომზადება:

1. შეურიეთ ერთმანეთში ხაჭო, შაქარი და წვრილად დაფქული მანის ბურღული. თუ ხაჭო ზედმეტად თხევადია და მიღებული ნარევი არასაკმარისად ბლანტი გამოდის, დაამატეთ კიდევ მცირეოდენი მანის ბურღული. თუ მასა ზედმეტსად ბლანტი გამოვა, გაათხევადეთ ის მცირეოდენი რძის, წყლის ან კეფირის დამატებით. ამოყვანილი ცომი დააყოვნეთ დაახლოებით 30 წუთით.

2. მზა ცომი დაყავით თანაბარი ზომის ბურთებათ და ამოავლეთ ისინი მცირეოდენ ფქვილში.

3. ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი მცენარეული ზეთი, კარგად გააცხელეთ და მობრაწეთ მასში ჩვენი ბლინები საშუალო ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!

როგორც უკვე გითხარით, ამ რეცეპტით მომზადებული ხაჭოს ბლინები საოცრად არომატული, გემრიელი, ნაზი და ფაფუკი გამოდის. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით!

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!