ხაჭოს ცხობილა ღუმელში: 5 მარტივი რეცეპტი

1063

ხაჭოს ცხობილა ღუმელში – ნოყიერი საუზმეა ან მსუბუქი ვახშამი. მითუმეტეს, მის მოსამზადებლად ძალიან ცოტა ინგრედიენტი გვჭირდება.

უბრალო ხაჭოს ცხობილა ღუმელში

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 500გ ახალი ხაჭო
  • 1 ქილა შედედებული რძე

მომზადება

  1. ცხობილას ვამზადებთ სამი ინგრედიენტისგან. ჯამში ათქვიფეთ შედედებული რძე და კვერცხი. დაუმატეთ გახეხილი ხაჭო და ისევ ათქვიფეთ. მასა უნდა გამოვიდეს სქელი და ერთგვაროვანი.
  2. აიღეთ შესაბამისი ფორმა, რომელსაც წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 45-50 წუთი 180 გრადუსზე.

ხაჭოს ცხობილა, როგორც საბავშვო ბაღში

ინგრედიენტები

  • კარაქი
  • 600გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • ცუკატები და ნიგოზი 100გ
  • 50გ სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 150გ შაქარი
  • 250მლ რძე

მომზადება

  1. ცომის მოსამზადებლად, განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან, დაუმატეთ ხაჭო. მოასხით რძე და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ სახამებელი, შაქარი და ვანილი. ისევ მოურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი ცუკატები და ნიგოზი.
  2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე და ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს მასას. ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ზემოდან მოათავსეთ კარაქის პატარა ნაჭრები.
  3. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოათავსეთ ცომი ღუმელში დაახლოებით 1 საათი. ცხობილას მოაყარეთ შაქრის ფზვნილი.

ხაჭოს ცხობილა ღუმელში, სულ რაღაც 5 წუთში

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • ხაჭო, 2 შეფუთვა. მანანის ბურღული, 5 სუფრის კოვზი
  • სოდა, ნაცევარი ჩაის კოვზი (უნდა გაააქტიუროთ ძმრით)
  • მწიკვი მარილი
  • 200გ არაჟანი
  • ქიშმიში, სურვილისამებრ

მომზადება

  1. თავდაპირველად ყველა პროდუქტი ერთმანეთს კარგად შეურიეთ. დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი სოდა. სურვილისამებრ დაუმატეთ ქიშმიში.
  2. ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ.

ხაჭოს ცხობილა სტაფილოს დამატებით

ინგრედიენტები

  • 200გ დაბალპროცენტიანი ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 1 ვაშლი
  • დარიჩინი
  • 1 სტაფილო
  • ვანილი

მომზადება

  1. ხაჭო კარგად გადაურიეთ კვერცხს. ხაჭოს მასას დაუმატეთ გახეხილი ვაშლი და სტაფილო. ისევ მოურიეთ.
  2. გამოაცხვეთ 220-230 გრადუსზე 20-25 წუთი.

ხაჭოს ცხობილა ქიშმიშით

ინგრედიენტები

  • 250გ დაბალპროცენტიანი ხაჭო
  • 100გ არაჟნი
  • 3 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 200გ მანანის ბურღული
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 200გ ქიშმიში
  • 1 ჩაის კოვზი კარაქი

მომზადება

  1. შაქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ. ცალკე ერთმანეთს გადაურიეთ არაჟანი და ხაჭო. ორივე მასა შეაერთეთ.
  2. მნანის ბურღულს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა მოატავსეთ ხაჭოს მასაში. მოურიეთ.
  3. გარეცხილი და მშრალი ქიშმიში მოაყარეთ ცომს. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!