ხაჭოს უგემრიელესი ფირფიტები – ამ კერძით მარტივია ბავშვებს ხაჭო შეაყვაროთ!

974

ხაჭოს ფირფიტები რძეზე და სახამებელზე მზადდება, უნაზესი და არომატული კერძი ყველას გააოცებს!

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 5 ცალი
  • რძე – 0,5ლ
  • სახამებელი – 5 სუფრის კოვზი
  • მარილი და შაქარი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი – 1 სუფრის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ხაჭო – 300გ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • შაქარი გემოვნებით
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში, ყაყაჩო

არაჟანი და ზეთი ფირფიტებისთვის

მომზადება

  1. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი.
  2. დაუმატეთ სახამებელი, კარგად გადაურიეთ.
  3. ჩაასხით რძე, ზეთი და მოურიეთ.
  4. პირველი ჯერისთვის ტაფას წაუსვით ზეთი, დაიწყეთ ცხობა. შეწვით მხოლოდ ერთი მხრიდან!
  5. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი და კვერცხი, სურვილისამებრ ქიშმიში ან ყაყაჩო.
  6. გამომცხვარი ფირფიტაზე მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ რულეტისებურად.
  7. გადახვეული ფირფიტები მოათავსეთ ქვაბში, წაუსვით არაჟანი და გამღვალი კარაქი.
  8. მოათავსეთ ღუმელში 10-15 წუთი.
  9. ცომი გამოდის თხევადი, ასეც უნდა იყოს, მეტი არაფერი არ დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!