ხაჭოს კვერები ჩერქეზული ყველით

1216

ჩვეულებრივი ხაჭოკვერი მზადდება ხაჭოსაგან: სწრაფი, იაფი და ძალიან გემრიელი. მაგრამ დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ საინტერესო ექსპერიმენტს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი გემოვნება. უბრალოდ სცადეთ ხოჭოს, ჩერქეზული ყველით ჩანაცვლება.

ჩვენ არაერთხელ დაგიმტკიცეთ ჩერქეზული ყველის ფუნქციალურობა და აქტუალურობა კლასიკურ კერძებში. უბრალოდ საოცრება გამოდის ვარენიკი, ჩერქეზული ყველით. ძალიან გემრიელი გამოდის კვერებიც ამ უნივერსალური ყველის მეშვეობით.

ინგრედიენტები

  • ჩერქეზული ყველი 330გ
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • კვერცხი 2 ცალი
  • მანი 5-6 სუფრის კოვზი
  • ვანილი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ჩერქეზული ყველი აურიეთ არაჟანს, კვერცხს და შაქარს. თუ თქვენ კვერებს, ჯემის გარეშე მიირთმევთ, მაშნ დაუმატეთ მეტი შაქარი. წინააღმდეგ შემთხვევაში 3-4 სუფრის კოვზი სრულებით საკმარისი იქნება.

2.შემდეგ თანდათანობით დაუმატეთ მანი, შეუჩერებლად ურიეთ. ცომი უნდა გამოგივიდეთ საკმაოდ სქელი, რათა შეინარჩუნოს ფორმა. ბოლოს დაუმატეთ ცოტა ვანილი.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოათავსეთ მასზე კვერები და დაუწიეთ ცეცხლს. თითო მხარეს მოამზადეთ 2-3 წუთის განმავლობაში. პერიოდულად აკონტროლეთ ნიჩბის მეშვეობით მათი ფერი.

საბოლოოდ კვერები უნდა გამოგივიდეთ ოქროსფერი, შეგიძლიათ ოდნავ უფრო დაბრაწოთ. ამ კერძს ძალიან უხდება ჯემი და არაჟანი. ეს არის საუკეთესო საუზმე თქვენი შვილისთვის!