ხაჭოს ვარენიკები 10 წუთში. როგორ დავამუშავოთ მთელი ოჯახის სამყოფი ცომი ყოველგვარი დახმარების გარეშე

2203

ვარენიკები თუ გიყვართ, ცომის დამუშავებაც უნდა შეიყვაროთ. და მართლაც, ეს პროცესი იმდენად შრომატევადია, რომ დიასახლისი ქმარ-შვილს უხმობს დასახმარებლად. საკმაოდ სწრაფად გამოდის, თუმცა, ხარისხზე აისახება. არსებობს სხვა მეთოდი? კეფირის ცომის ვარენიკები ტრადიციული დამუშავების გარეშე – აი პასუხი ამ კითხვაზე.

ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი ცომი გამოდგება. თუ არ გსურთ, კეფირის ჩვენი ვარიანტი გამოიყენოთ, სცადეთ საკუთარი რეცეპტი. შიგთავსის სახით კი სწორედ ხაჭოს გთავაზობთ, რადგან ის მსუბუქია და ყველა გურმანს უყვარს. თუმცა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხორცით, სოკოთი ან კარტოფილით.

ინგრედიენტები

  • 0,5 ლ კეფირი
  • 800 გრ ფქვილი
  • 400 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ საფუარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2ს.კ. შაქარი
  • 1კვერცხის ცილა

მომზადება

1. მოამზადეთ კეფირის ცომი.

2. გააბრტყელეთ მზა ცომი ძალიან თხელ წრედ. მოათავსეთ შიგთავსი (ხაჭო და შაქარი) წრეზე, შუაგული ცარიელი დატოვეთ.

3. კიდეებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის ცილა, შუაგული კი გაჭერით ჯვარედინულად. შემდეგ ასწიეთ სამკუთხედები და უბრალოდ დაახვიეთ ცომი შუიდან კიდეებამდე.

4. ამოჭერით ჭიქის მეშვეობით ვარენიკები. კარგად მოუჭირეთ კუთხეებს.

5. მოხარშეთ ან გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

შეინახეთ რეცეპტი და გზიარეთ მეგობრებს! გემრიელად მიირთვით!