ხაჭოს დესერტი “ანგელოზის ცრემლები”

1166

თუ თქვენ ამ დესერტს, ერთხელ მაინც გაგისინჯავთ მის გემოს სამუდამოდ დაიმახსოვრებთ. ნამცხვარი პირში ლღვება და გეჩვენებათ, რომ ღუბელისგან არის შექმნილი.

“ანგელოზის ცრემლები”

ნამცხვარს “ანგელოზის ცრემლები” უმიზეზოდ არ აქვს ეს სახელი. მის ზედაპირზე არსებული პატარა წვეთები მართლაც, რომ ცრემლს გავს.

ეს საოცარი დესერტი მზადდება რამდენიმე ფენისაგან. ნამცხვარი “ანგელოზის ცრემლი” ხაჭოთი აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი დესერტი.

იმისათვის, რომ ნამცხვარი გამოვიდეს გემრიელი თქვენ დაგჭირდებათ ახალი და ხარისხიანი ინგრედიენტები, ამიტომაც დიდი დაკვირვებით აარჩიეთ ხაჭო, არაჟანი და კარაქი.

ინგრედიენტები

  • 250გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 80გ კარაქი
  • 180გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 500გ ხაჭო
  • 1 სუფრის კოვზი მანი
  • 100გ არაჟანი
  • ვანილი
  • 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად, ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და გაგრილებული კარაქი.

2.ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და შაქარი. ჩვეულებრივის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავიდფერი შაქარი, ის რათქმაუნდა ნამცხვარს შესძენს სასიამოვნო გემოს.

3.ცომის მოსაზელად ფქვილის მასას დაუმატეთ კვერცხის მასა. მისი მოზელვის შემდეგ შეინახეთ 30 წუთით მაცივარში. აუცილებლად შეფუთეთ პაკეტში.

4.სანამ ცომი ისვენებს, შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსი. ბლენდერით ათქვიფეთ ხაჭო, 125გ შაქარი, 3 ცალი კვერცხის გული, 100გ არაჟანი და 1 სუფრის კოვზი მანი. დაუმატეთ ვანილი გემოვნებით.

5.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქარალდით, მოათავსეთ ცომი და კუთხეები ფორმის კედლებზე ამოიყვანეთ. ცომს მოასხით ხაჭოს შიგთავსი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

6.3 ცალი კვერცხი ცილა კარგად ათქვიფეთ მის აქაფებამდე, პროცესშივე დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.

7.გამომცხვარი დესერტი გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან მოათავსეთ ათქვეფილი ცილა. ამ ეტაპზე შეგიძლიათ გააფორმოტ ნამცხვარი ათქვეფილი ცილით (მისცეთ მას სხვადასხვა ფორმა). ნამცხვარი დაბრუნეთ ღუმელში 15 წუთით. ეცადეთ აკონტროლოთ დრო, რათა არ გამოშრეს ცილა.

8.ნამცხვარი გაარილეთ 15 წუთი. ზუსტად ამ დროის მანძილზე ჩნდება წვეთები, რის გამოც ნამცხვარმა მიიღო ასეთი უცნაური დასახელება.

ამ ნამცხვრის მომზადება გამოუცდელ დიასახლისებსაც არ გაუჭირდებათ. მომზადებას სჭირდება ძლაინ ცოტა დრო, მაგრამ შეგედი ნამდვილად საოცარია.