ხაჭოსა და შოკოლადის ნამცხვარი – ნაზი სუფლე და სეზონური კენკრა საოცარი გემოს გარანტიაა

887

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კენკრა მაგ: მარწყვი, ჟოლო, ბალი, ალუბალი, მოცხარი.

ხილის იოგურტიც ძალიან მოუხდება ამ დესერტს.

ინგრედიენტები

ფირფიტებისთვის

  • 2 კვერცხი
  • 100გ კარაქი
  • 150გ ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 3 ჩაის კოვზი კაკაო
  • 200გ კენკრა

შიგთავსისთვის

  • 300გ ცხიმიანი ხაჭო
  • 450გ სასმელი იოგურტი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 10გ ვანილი

მომზადება

  1. გამღვლ კარაქს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი, კაკაო და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
  2. ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გადაიტანეთ ზეთით დამუშავებულ და პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე. ცომზე თანაბრად გადაანაწილეთ კენკრა.
  3. გამოაცხვეთ 200-210 გრადუსზე 10-12 წუთი.
  4. მოვამზადოთ ხაჭოს სუფლე. ამისათვის თბილ წყალში გაალღვეთ.
  5. გამოწურეთ ხაჭო, ჩაასხით იოგურტი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე.
  6. მიღებულ მასას დაუმატეთ გამღვალი ჟელატინი და ისევ ათქვიფეთ.
  7. კორჟს მოასხით სუფლე, ზემოდან დაადეთ მეორე კორჟი, დესერტი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!