ხაჭოსა და შესქელებული რძის კრემის რეცეპტი ტორტებისა და რულეტებისთვის

1965

გემრიელი კრემი ნებისმიერი ნამცხვრის ან ტორტის წარმატების გასაღებია. მაგრამ იდეალური კრემის რეცეპტის პოვნა, რომელიც ყოველთვის კარგი გამოდის, არც ისე მარტივია. გამოცდილი დიასახლისები ასეთ რეცეპტებს საიდუმლოდ ინახავენ და მათ მხოლოდ ყველაზე ახლო ადამიანებს უზიარებენ.

ხაჭოს კრემი ტორტისთვის

ჩვენს ერთგულ მკითხველებს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ტორტის კრემის წარმოუდგენლად გემრიელ და სასარგებლო რეცეპტს, რომელიც ხაჭოსა და შესქელებული რძისგან მზადდება. იგი ძალიან უხდება ნებისმიერ ტორტს და უბრალო ნამცხვარს. იდეალურად ერწყმის შოკოლადს და ახალ ან გაყინულ ხილსა და კენკრას!

კრემი ძალიან სწრაფად მზადდება, გამოდის ერთგვაროვანი, სქელი და კარგად ინარჩუნებს ფორმას.

ინგრედიენტები

  • 320 გრ ხაჭო
  • 65 გრ შესქელებული რძე
  • 175 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. კონიაკი
  • 100 გრ შაქრის პუდრა
  • 7-15 გრ ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1. ყველა ინგრედიენტი გამოალაგეთ მაცივრიდან და 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. აუცილებელია, რომ ყველა კომპონენტი ოთახის ტემპერატურის იყოს, განსაკუთრებით კარაქი და ხაჭო.

2. დააბლენდერეთ ხაჭო და შესქელებული რძე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. ცალკე თასში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი. ათქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი კარაქში ბოლომდე არ გაიხსნება.

4. ათქვეფილ კარაქს თანდათან დაუმატეთ ხაჭოსა და შესქელებული რძის ნაზავი და 1 ს.კ. კონიაკი. მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის იყოს.

5. კრემი შეგიძლიათ დატოვოთ ისე, როგორც არის, ან შეღებოთ თქვენთვის სასურველი საკვები ცხიმში ხსნადი საღებავით. წყალზე დაფუძნებული საღებავები არ გამოგადგებათ!

6. ამ კრემით შეგიძლიათ გაათანაბროთ, გააფორმოთ ტორტები და რულეტები, ან ფუნთუშებისა და ღვეზელების შიგთავსად გამოიყენოთ.

კრემის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ხაჭო, ამიტომ, კრემი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც კია. სურვილისამებრ, კრემს შეგიძლიათ არომატისთვის ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, პიტნის სიროფი ან სხვა საყვარელი არომატიზატორი დაუმატოთ.

ხაჭო მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ სანამ მისგან დამზადებულ კრემს არ გამოიყენებთ, აუცილებლად შეინახეთ იგი მაცივარში.