ხაჭოსა და მარწყვის არაჩვეულებრივი დესერტი, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში მზადდება

1777

100 გრამზე 87 კალორია – ეს ცოტაა თუ ბევრი? დესერტისთვის ეს თითქმის არაფერია! “გასტრონომია” გთავაზობთ დიეტურ გემრიელობას, რომელიც დიდსა თუ პატარას თანაბრად აღაფრთოვანებს.

ხაჭოსა და მარწყვის მუსის უგემრიელესი დესერტი ძალიან სწრაფად მზადდება. თავად დარწმუნდით და ასიამოვნეთ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები!

ინგრედიენტები

  • 600 გრ ხაჭო
  • 200 მლ კეფირი
  • 500 გრ მარწყვი
  • 2 ს.კ. ჟელატინი
  • 200 მლ წყალი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

1. ჩაალბეთ ჟელატინი წყალში, შემდეგ დაადნეთ მიკროტალღურ ღულემში ან ორთქლზე.

2. შეურიეთ ხაჭო და კეფირი, დაუმატეთ შაქარი და მდნარი ჟელატინის 2/3. ფორმაში ჩააფინეთ საკვების ცელოფანი, ჩაასხით მასა, დააწყვეთ ზემოდან 7-10 ც მთლიანი მარწყვი და შედგით მაცივარში.

3. დარჩენილი მარწვისგან მოამზადეთ პიურე. დაუმატეთ 1/3 ჟელატინი, ცოტაოდენი შაქარი, ათქვიფეთ და მოასხით დესერტს. შედგით მაცივარში 1 საათით.

საუცხოო მსუბუქი დესერტი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!