ხაჭოთი მოზელილი ცომისგან დამზადებული ვაშლის ღვეზელების რეცეპტი

978

“ვაშლის ტკბილეული” – ეს არის უგემრიელესი ღვეზელები ცომის თხელი ფენითა და უხვი შიგთავსით. დესერტი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. ჩვენ გთავაზობთ მის გამოცხობას შემდეგი რეცეპტით.

ვაშლის ღვეზელების რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხაჭო
  • 2 ც კვერცხი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 250 გრ შაქარი
  • 30 გრ ცომის გამაფხვიერებელი
  • 800 გრ ფქვილი
  • 6 ც ვაშლი
  • 1 ს.კ. დარიჩინი

მომზადების წესი

1. ხაჭო უნდა იყოს რბილი (უმჯობესია გამოიყენოთ სახლში გაწურული). დაუმატეთ მას 2 კვერცხის ცილა, მცენარეული ზეთი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ათქვიფეთ მასა მიქსერით, ერთგვაროვან კონსისტენციამდე.

2. გამაფხვიერებელი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავადვე დაამზადოთ. ამისთვის შეურიეთ ერთმანეთს სოდა, ლიმონმჟავა და სახამებელი 5:3:12 პროპორციით.

3. ხაჭოსა და კვერცხის ნაზავს თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. თავდაპირველად მოურიეთ მიქსერით, შემდეგ – კოვზით, ბოლოს კი – ხელით. ღვეზელებისთვის განკუთვნილი ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.

4. შიგთავსისთვის ვაშლი გათალეთ და მსხვილად გახეხეთ. მაშინვე დაუმატეთ დარიჩინი, სანამ ვაშლი წვენს გამოყოფს.

5. ცომისგან გააკეთეთ რამდენიმე ღვეზელი. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. დაალაგეთ მასზე ღვეზელები და ზემოდან კვერცხის გული წაუსვით. გამოაცხვეთ ღვეზელები 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

გამაფხვიერებლის დასამზადებლად კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს: გახსენით სოდა არაჟანსა და ძმარში. ასეთი გამაფხვიერებელი ღვეზელებს მოცულობაში გაზრდის და ისინი უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გახდება. გემრიელად მიირთვით!