ჭარხლის ფუნთუშები

1092

ამ დესერტის ნატურალობაზე არ ინერვიულოთ, რადგან ის მხოლოდ ნატურალური საღებავითაა შეღებილი. ეს ჭარხლის ფუნთუშები ძალიან გემრიელი და არომატულია.

ჭარხალი გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით, ის შეიცავს ვიტამინ C, რკინას, კალციუმს, კალიუმს და სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. ჭარხალს ფართოდ მოიხმარენ სპორცმენებიც, რადგან ის მათა ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას ორგანიზმში. ჭარხალი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბუნებრივი საღებავი.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • წყალი 100მლ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 40გ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • სიმითის მარცვლები გემოვნებით

მომზადება

1.წყალი და საფუარი გახსენით თბილ წყალში. მოხარშეთ ჭარხალი, დაჭერით და ბლენდერის მეშვეობით აქციეთ პიურედ.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამღვალი კარაქი და მარილი. სამივე მასა გააერთიანეთ და მოზილეთ ცომი. საჭიროებისამებრ კიდევ დაუმატეთ ფქვილი, რათა არ გამოგივიდეთ წებოვანი ცომი.

3.დაამრგვალეთ ცომი, შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ თბილ ადგილას 40-50 წუთი. შემდეგ გაყავით ცომი 6 ნაწილად, მიეცით ფუნთუშის ფორმა და მოათავსეთ პერგამენტზე.

4. დაელოდეთ 20 წუთი, შემდეგ წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

გემრიელად მიირთვით!