წყალზე მომზადებული გემრიელი ფუნთუშები

1048

ხანდახან, ასეც ხდება, რომ სადილი უკვე მზადაა, მაგრამ სახლში ერთი ნაჭერი პურიც არ არის. ასეთი სიტუაციებისთვის ჩვენ გვაქვს იდეალური რეცეპტი, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ.

წყალზე და საფუარზე დამზადებული ფუნთუშები პურის საუკეთესო ალტერნატივაა. ცოტაოდენი ფქვილი, ჭიქით წყალი, კოვზით მაიონეზი და ფუმფულა ფუნთუშები მზადაა. მის მოსამზადებლად არც დიდი დრო და არც დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ინგრედიენტები

  • 200 მლ წყალი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 400 გრ ფქვილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. გაადნეთ კარაქი.

2. თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.

3. მოზილეთ ცომი.

4. ცომი ძეხვივით გაახვიეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

5. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი.

6. შეწვით ფუნთუშები ორივე მხარეს.

გემრიელი, ფუმფულა ფუნთუშები მზადაა. გემრიელად მიირთვით!