წიწილის საგაზაფხულო სალათა – სწრაფი და მარტივი რეცეპტი

1294

ეს ქათმის  სალათის კიდევ ერთი სწრაფი და მარტივი რეცეპტია. სალათა ძირითად კერძადაც გამოგადგებათ.

ტაჰინი – სეზამის მარცვლებისგან დამზადებული სანელებელია.

ინგრედიენტები: 

სალათისთვის: 

  • 1 შემწვარი წიწილი
  • 150 გ ისპანახის ფოთლები
  • 1 დიდი სტაფილო
  • 4 მწვანე ხახვი
  • 2 კონა სატაცური
  • 3 ს.კ. ქუნჯუთის თესლი

სოუსისთვის: 

  • 90 მლ ფორთოხლის წვენი
  • 2 ს.კ. ტაჰინი
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. სალათა: წიწილს მოაცილეთ კანი და ძვლები, ხორცი დაჭერით.
  2. დიდი სასალათეში წიწილის ხორცი, ისპანახი, სტაფილო და მწვანე ხახვი კარგად აურიეთ.
  3. ტაფა ნახევრად შეავსეთ წყლით და საშუალო ცეცხლზე შემოდგით. წყალი რომ ადუღდება, ჩაყარეთ სატაცური და ხარშეთ დარბილებამდე. ხარშვის დრო სატაცურის ღეროს  სიმსხვილეზეა დამოკიდებული.
  4. სატაცურს წყალი კარგად გადაუწურეთ და გააგრილეთ.
  5. სოუსი: ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი და საწებელი ტაჰინი პატარა ჯამში მექანიკური  სათქვეფით  ათქვიფეთ. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით.
  6. წიწილს დაუმატეთ სატაცური, მოასხით სოუსი და ჯამი მსუბუქად  შეანჯღრიეთ. ქუნჯუთის თესლი მოაყარეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს საგაზაფხულო რეცეპტი მეგობრებს.