წიწილა ისრიმ-მაყვალში – საუცხოო არომატით გაჯერებული იმერული კერძი

2641

წიწილა ისრიმ-მაყვალში ტრადიციული იმერული კერძია. დაჭყლეტილი მკვახე ყურძნისა და მაყვლის არომატი შემწვარ წიწილას საუცხოო გემოს სძენს. მოამზადეთ სიამოვნებით და თავად დარწმუნდებით მის განსაკუთრებულობაში.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი წიწილა
  • 2 მტევანი მკვახე ყურძენი (შეუწამლავი)
  • 500 გ მაყვალი
  • 1 კონა ქინძი
  • 6 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. კარაქი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პიტნა – მოსართავად

მომზადების წესი:

  1. წიწილას მოვაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქიან ტაფაზე. მაყვალი და მკვახე ყურძენი გავხეხოთ საცერზე, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა და ნიგოზი.
  2. დაჭრილ ქათამს მოვასხათ სოუსი და ცოტა ხანს გავაჩეროთ, შემდეგ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.

რედაქციის რჩევა 

თუ არ გვაქვს ისრიმი, საწებელი შეგვიძლია მხოლოდ მაყვლისგან მოვამზადოთ.