ძირთეთრასა და ფორთოხლის ნამცხვარი ნუშის ფანტელით

1259

ეს მარტივი ნამცხვარი შესანიშნავია ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. შეგიძლიათ სტუმრებს მიართვათ დღის ნებისმიერ დროს, ადრიანი საუზმიდან დღის ბოლომდე. თუ გსურთ, ოდნავ დამტკბარი, ათქვეფილი  ნაღების მოზრდილი ულუფაც დაუმატეთ.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის:

  • 225 გ თეთრი ფქვილი
  • 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. დაფქული  დარიჩინი
  • 100 გ წვრილად დაჭრილი გახეხილი ნუში
  • 150 გ მარილიანი კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ფორთოხალი, კანიანად დაჭრილი
  • 2 კვერცხი ოდნავ ათქვეფილი
  • 200 გ მსხვილად გახეხილი ძირთეთრა
  • 90 გ მოცხარი
  • 50 გ ნუშის ფანტელი

მომზადების წესი:

  1. ბისვკიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (23 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება, წაუსვით კარაქი და პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი ერთად ჩაყარეთ, დაუმატეთ ნუში. დაბალ ცეცხლზე პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი და შაქარი. გადმოდგით და გააცივეთ.
  3. ფორთოხალი წვრილად დაჭერით და საშუალო ზომის ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხები, გამდნარი კარაქის მასა, ძირთეთრა. მოცხარი და ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს. შეაზილეთ ფქვილი.
  4. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და ზემოდან ნუშის ფანტელი მოაყარეთ.
  5. აცხვეთ 50-60 წთ. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის.
  6. 20 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე  გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  7. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.