ძალიან გემრიელი ფაფუკი ფუნთუშები, აუცილებლად მოგეწონებათ!

1389

ძალიან გემრიელი ფაფუკი ფუნთუშები, ძალიან გავს ნამცხვარს,მარტივი,სწრაფი,საოცარი გემო.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 380გ ფქვილი
  • 5გ მშრალი საფუარი ან 15გ ცოცხალი
  • 75გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 15გ მშრალი რძე ან ხსნადი ნაღები ყავისთვის
  • 40გ გამღვალი კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 200მლ რძე

კრემისთვის

  • 350მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • ვანილი
  • 40გ დარბილებული კარაქი

მომზადება

  1. მოვამზადოთ ცომი: თბილ რძეს დაუმატეთ სფუარი, შაქარი, ცოტა ფქვილი და მიღებული მასა მოათავსეთ თბილ ადგილას.
  2. როცა საფუარი დაიწყებს მოქმედებას, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი.
  3. ფქვილი, ნაღები (რძე) და მარილი დაუმატეთ საფუარიან მასას, მოაყარეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  4. დაუმატეთ გამღვალი (გაგრილებული) კარაქი და ისევ მოზილეთ.
  5. ცომი უნდა გამოგივიდეთ წებოვანი, მაგრამ მეტი ფქვილი არ დაუმატოთ. ცომს დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას მოათავსეთ 2 საათი.
  6. მოვამზადოთ კრემი: თბილ რძეს დაუმატეთ სახამებელი, კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, რათა შესქელდეს.
  7. გააგრილეთ, დაუმატეთ კარაქი, ათქვიფეთ.
  8. ამოსული ცომი ჩაზილეთ, სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და ცომი გაყავით 15 ნაწილად.
  9. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 12-15სმ, ზემოთა კუთხიდან გამოტოვეთ 3სმ და მოათავსეთ ჩაის კოვზი კრემი.
  10. კრემს გადააფარეთ ცომი და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები, დარჩენილი ნაწილები დაჭერით გრძლად.
  11. ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და დაელოდეთ 20 წუთი.
  12. ფუნთუშებს წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
  13. მზა ფუნთუშებს დააფარეთ პირსახოცი და დაასვენეთ 10-15 წუთი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!