ძალიან გემრიელი და ფუმფულა ფუნთუშები მოცვით

1368

ყველას უყვარს ტკბილი და გემრიელი ფუნთუშები. ის ხომ ჩაის, რძის და კაკაოს იდეალური პარტნიორია. კიდევ უფრო საუცხოო არომატს იღებს ის თუ კენკრის გულსართს გავუკეთებთ. გასტრონომია დღეს განსაკუთრებული არომატის ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები: 

  • 200 გ რძე
  • 50 გ გამდნარი კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 470 გ ფქვილი
  • მარილი
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 200 გ შავი მოცხარის ან სხვა სასურველი მურაბა

მომზადების წესი

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ვადროოთ 10 წუთი. შემდეგ შევურიოთ შაქარი და კვერცხი, მარილი და ვანილი. დავუმატოთ კარაქი და შევაზილოთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ სითბოში გასაფუებლად.

შემდეგ აფუებული ცომი გავაბრტყელოთ ფქვილიან დაფაზე, მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა. წავუსვათ მურაბა და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ 2-3 სმ სისქის ნაჭრებად და დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. ვაცალოთ 20 წუთი ხელახლა ამოფუება. ზემოდან გადავუსვათ 1 კვერცხის  გული და მოვაყაროთ ნუში (აუცილებელი არ არის). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

მურაბას ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოცხალი ხილიც. ამ შემთხვევაში მოცხარი მსუბუქად დავსრისოთ, ცოტა შაქარი მოვაყაროთ (შეგვიძლია 1 ჩ.კ. სახამებელიც დავუმატოთ) და წამოვადუღოთ.

გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ამ ფუმფულა ფუნთუშების რეცეპტი მეგობრებს.