ძალიან გემრიელი და სასარგებლო არაჟნის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

1582

ვინც ჯერ მშობელი არ გამხდარა, არ იცის, რა რთულია გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო დესერტის პოვნა საბავშვო დღესასწაულებისთვის. ყველა ოჯახი განსხვავებულია და, რა თქმა უნდა, კერძებთან დამოკიდებულებაც სხვადასხვა აქვთ, ამიტომ, უნივერსალური რეცეპტის პოვნა ყველასთვის, შეუსრულებელ ამოცანად რჩება.

ამ პრობლებით დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი, სანამ არ აღმოვაჩინე ერთი კერძი. არაჟნის კერძი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, დესერტის იდეალური ვარიანტია ბავშვთა დღესასწაულებზე მოსამზადებლად. ამასთანავე, იგი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ კრეკერი
  • 330 მლ შედედებული რძე
  • 70 გრ ბერძნული კაკალი
  • 100 გრ გამხმარი გარგარი
  • 400 მლ არაჟანი
  • 100 გრ მიწისთხილი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 100 გრ შავი ქლიავი

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და შედედებული რძე. მიღებულ კრემს დაუმატეთ კრეკერი და ფრთხილად მოურიეთ.

2. გამხმარი ხილი გარეცხეთ, გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. მიწისთხილი მსუბუქად შეწვით მშრალ ტაფაზე.

3. კრემიან კრეკერს დაუმატეთ გამხმარი ხილი და მიწისთხილი. ნებისმიერ მოსახერხებელ თასზე ან სილიკონის ფორმაში დააფინეთ საკვები ცელოფანი, ზემოდან მიღებული მასა მოათავსეთ და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე. საკვები ცელოფნის კუთხეები ფრთხილად შეაერთეთ და ზემოდან პატარა სიმძიმე დაადეთ.

4. ტორტი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით. შემდეგ გადაიტანეთ იგი ბრტყელ თეფშზე, მოხსენით საკვები ცელოფანი და მაშინვე გაიტანეთ სუფრაზე.

ტორტის მოსართავად ზემოდან შოკოლადის მინანქარი მოასხით, მოაყარეთ მიწისთხილი ან დაალაგეთ ნებისმიერი კენკრა. გემრიელად მიირთვით!