ძალიან არომატული, სხვადასხვა ხილით მომზადებული კრუშონი

2724
Пошаговый рецепт. Общий вид

კრუშონი არის თეთრი ღვინო, რომელშიც შერეულია კონიაკი ან რომი და ჩათლილია ახალი ხილი. დღეს კრუშონს მოვამზადებთ სხვადასხვა ხილით, რომელიც საოცარ არომატს შესძენს სასმელს. რეცეპტი ასეთია:

ინგრედიენტები: 

  • თეთრი ღვინო – 5 ლიტრი
  • კონაიკი – 2/3 ლიტრი (1 კონიაკის ბოთლი)
  • ატამი – 500 გრამი
  • მსხალი – 500 გრამი
  • ვაშლი და ქლიავი – 400 გრამი
  • შაქარი – 500 გრამი

მომზადების წესი:

  1. 5 ლიტრ საუკეთესო ხარისხის თეთრ ღვინოში ჩავასხათ 1 ბოთლი კონიაკი.
  2. 500 გრამ შაქრის ფხვნილში ჩავაწყოთ სხვადასხვა ხილის ნაჭრები.
  3. 1 საათი ვაცალოთ, რომ ხილმა შაქარი კარგად შეიწოვოს.
  4. შემდეგ ყველაფერი ეს ერთად ჩავყაროთ კონიაკისა და ღვინის ნარევში.
  5. კრუშონი უნდა მომზადდეს სუფრაზე მიტანის წინ რამდენიმე საათით ადრე.

კრუშონი შეიძლება მარწყვითაც მომზადდეს. ჟოლო კი მიღებული არ არის, რადგან იგი ოფლსადენი საშუალებაა.

ძალიან კარგია აგრეთვე სხვადასხვა ციტრუსოვანი ხილისაგან შემზადებული კრუშონი. ამ შემთხვევაში ციტრუსოვანი ხილის ნაჭრები უნდა ავურიოთ შაქარში, დავასხათ ჯერ კონიაკი, შემდეგ კი ღვინო.

თქვენ მოგიმზადებიათ კრუშონი? გაგვიზიარეთ თქვენი საფირო რეცეპტი და შთაბეჭდილებები კომენტარებში.