ცხელი ჩინური ვონტონები – პელმენების სერიოზული კონკურენტი

1341

ცხელი ვონტონები – ციმბირული პელმენების, იტალიური რავიოლისა და ქართული ხინკალის ჩინური ვარიანტია. მას ჯერ კიდევ ასეულობით წლების წინ ამზადებდნენ სხვადასხვა შიგთავსით: საქონლის ან ქათმის ხორცით, ბოსტნეულით, ხილით… მომზადების წესიც სხვადასხვანაირია: ხარშავენ ან წვავენ.

“გასტრონომია” გთავაზობთ კლასიკური Cheese wonton-ის რეცეპტს, რომელსაც ამერიკაში უამრავ ჩინურ რესტორანში შემოგთავაზებენ. ხრაშუნა ხემსი ნაზი ყველისა და კრაბის ჩხირების შიგთავსით, რომელსაც ტკბილ-ცხარე ტომატის ან არაჟნის სოუსთან მიირთმევენ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 125 მლ წყალი
  • 1 მწ მარილი
  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 200 გრ კრემ-ყველი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 100 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 მწ შავი პილპილი

მომზადება

1. ცომისთვის ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და 1/4 ჭ წყალთან. დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და დატოვეთ 30 წუთით.

2. შიგთავსისთვის დაჭერით თხელ ზოლებად კრაბის ჩხირები, დაამატეთ კრემ-ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. დაუმატეთ სოიოს სოუსი, შავი პილპილი, შაქარი და კარგად მოურიეთ.

3. მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს სახამებელი, გააბრტყელეთ მასზე ცომი, გაჭერით ჯერ 10 სმ სისქის ზოლებად, შემდეგ კვადრატებად.

4. ყოველ კვადრატში მოათავსეთ თითო ჩ.კ. შიგთავსი. ცომის კიდეებს წაუსვით წყალი და შეაერთეთ სამკუთხედებად.

5. შეწვით ვონტონები კარგად გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან 1-2 წთ. მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად და მიირთვით სოუსთან.

შემწვარი ჩინური ვონტონები ოჯახურ ვახშამს გაამრავალფეროვნებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!