ციტრუსის დესერტი სადღესასწაულო სუფრისთვის: ჟელეს ტორტი „ახალი წელი“

2425

საახალწლო სუფრა ტორტის გარეშე წარმოუდგენელია. ნაზი, ზომიერად ტკბილი ჯელეს ტორტი „ახალი წელი“ ტკბილის მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს. ასევე, მას სათანადოდ შეაფასებენ ისინი, ვინც ფიგურას უფრთხილდება, რადგან ჟეეს ტორტი ისეთიკალორიული არ არის, როგორც კლასიკური კარაქის კრემიანი ტორტები.

საოცრად გემრიელი და ლამაზი: ასეთი ტორტით ნებისმიერ საახალწლო სუფრას დაამშვენებთ.

ინგრედიეტები

  • 3 ფორთოხალი
  • 3 მანდარინი
  • 150 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 1 ბანანი
  • 50 რ ჟელატინი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 900 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი კრემისთვის, 0,5 ჭიქა – ბისკვიტისთვის
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 200 გ შაქარი

მომზადება

1. გახსენით ჟელატინი წყალში. 40-60 წუთის შემდეგ გააცხელეთ, მაგრამ არ წამოადუღოთ.

2. შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და მოზილეთ ცომი ბისკვიტისთვის.

3. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

4. გაცივებული ბისკვიტი დაჭერით 1,5х1,5 სმ კუბებად.

5. მანდარინი, ფორთოხალი, ბანანი გაფცქვენით. ფორთოხალი დაჭერით წრეებად, მანდარინი დაყავით მარცვლებად, ბანანი და ანანასი დაჭერით კუბებად.

6. ათქვიფეთ არაჟანი და 1 ჭიქა შაქარი, დაამატეთ ვანილის შაქარი და გაცივებული ჟელატინი. კარგად მოურიეთ.

7. ტორტის ფორმაში ლამაზად დააწყვეთ ხილი, შემდეგ ბისკვიტის ნაწილი, შემდეგ კვლავ ხილი. დაასხით ნახევარი კრემი. შემდეგ იგივე თანმიმდევრობა გაიმეორეთ.

8. დააფარეთ ტორტს საკვების ცელოფანი, შედგით მაცივარში მთელი ღამით.

ეს საოცარი ტორტი სადღესასწაულო სუფრის იდეალური დამასრულებელი აკორდი გახდება. როგორი სასიამოვნოა, ოჯახის წევრების გახარება საკუთარი ნახელავით!