ცივი წასახემსი თევზისგან

768

კულინარიულ წიგნებში თევზის ცივ კერძებს ყოველთვის ცალკე ადგილი ეკავათ. “თევზის კუდები” ძალიან ორიგინალური და ჰაეროვანი კერძია, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამზადებდნენ! ვაფლის კონუსები უნდა შეავსოთ თევზის ჰაეროვანი ფარშითა და ბრინჯით. ამ კერძს სარდინებით ამზადებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სხვა სახეობის თევზის კონსერვიც გამოიყენოთ, რაც უფრო ხარისხიანი იქნება იგი, მით უფრო გემრიელი იქნება კერძიც.

ინგრედიენტები

  • 450 გრ სარდინები ზეთში
  • 2 ც კვერცხი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 200 გრ ბრინჯი
  • 2 ც ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • ვაფლის კონუსები კემოვნებით

მომზადების წესი

1. დაადგით ბრინჯი მოსახარშად. სანამ იგი მოიხარშება, წვრილად დაჭერით ხახვი და რამდენიმე სუფრის კოვზით მცენარეულ ზეთში შეწვით.

2. ჩანგლით დაჭყლიტეთ თევზი თავისივე წვენში. დაუმატეთ გაცივებული ბრინჯი და ხახვი, აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩვეულებრივ დაკონსერვებული თევზი უკვე შესუნელებულია, მაგრამ ბრინჯი ხახვით გემოს შეასუსტებს და სანელებლებიც საკმარისი აღარ იქნება.

3. ვაფლის კონუსები შეავსეთ თევზის ფარშისა და ბრინჯის ნაზავით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და კონუსები მასში ამოავლეთ, შემდეგ კი მოათავსეთ ისინი ზეთიან ტაფაზე. შეწვით კონუსები ყველა მხარეს და გადაიტანეთ თეფშზე.

5. “თევზის კუდები” გააცივეთ მაცივარში და გაუმასპინძლდით მეგობრებს.