ჩინური ორცხობილა, რომელიც შეუძლებელია არ მოგეწონოთ.

1291

თუ რაიმე ახლის და უცნაურის მომზადება გნებავთ, მაშინ ეს ჩინური ორცხობილა ნამდვილად მოგეწონებთ. ამ კერძს ვერ შეხვდებით უბრალო რესტორნის მენიუებში. ის ძალიან გავს ყველასათვის კარგად ნაცნობ ღვეზელს.

იმის მიუხედავად, რომ რეცეპტი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მიღებული შედეგი მაინც ყველაფერს აანაზღაურებს. შავი სეზამის მარცვალი ცომში, ხის სოკოს შიგთავსი, უცნაური სანელებლები ამ კერძს სძენს ისეთ გემოსა და არომატს, რომელიც შეუძლებელია არ მოგეწონოთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • სეზამის მარცვალი 40გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მარილი 3 სუფრის კოვზი
  • საფუარი 5გ
  • წყალი 170მლ
  • მზესუმზირის ზეთი 500მლ
  • პეკინის კომბოსტო 2 ცალი
  • სოკო მუერი 80გ
  • ღორის ხორცი 500გ
  • მწვანე ხახვი 10გ
  • ჯანჯაფილი 10გ
  • წითელი ღვინო 40გ
  • სოიოს სოუსი 30გ
  • სეზამის ზეთი 50გ
  • სანელებლები რორცისთვის გემოვენბით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოტ ცომი. სეზამი ჩაყარეთ ფქვილში, დაუმატეთ კვერცხი და 1 ჩაის კოვზი მარილი. კარგად მოურიეთ.

2.საფუარს დაასხით თბილი წყალი და მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილის მასას.

3.მოზილეთ ცპმი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ცომი უნდა გამოგივიდეთ სქელი და შეკრული. ცომი მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ ფოლგა და დატოვეთ ამოსაფუებლად.

4.ახლა კი მოვამზადოთ შიგთავსი. გაარჩიეთ კომბოსტო, გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ და დაელოდეთ.

5.დაჭერით სოკო საშუალო ნაჭრებად.

6.დაჭერით ღორის ხორცი, ხახვი და ჯანჯაფილი საშუალო ნაჭრებად. დააბლენდერეთ, დაუმატეთ 1 სოკო და 1 ჩაის კოვზი მარილი, სანელებლები, ღვინო, სოიოს სოუსი და სეზამის ზეთი.

7.მარლის მეშვეობით გამოწურეთ კომბოსტო. გამოწურული კომბოსტო დაუმატეთ შიგთავსსდა კარგად მოურიეთ.

8.სამუშაო მაგიდა დაამუსავეთ ფქვილით. ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და მასსი მოათავსეთ სიგთავის, შეაერთეთ გვერდები. ორცხობილას გადააფარეთ თავზე და დატოვეტ ცოტახანი.

9.ორცხობლა შეწვით ზეთში, გამუმებით გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ მათ შებრაწვას.

ჩინური ორცხობილა გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. თქვენ ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ. გემრიელად მიირთვით!