ჩემი მეგობრის მეუღლე გამოცდილი ექიმია. მისი რჩევით, ხახვს ყოველთვის ღუმელში ვაცხობ

2526

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ ნედლი ბოსტნეულისა და მწვანილების სასარგებლო თვისებების შესახებ. ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ ამ ნატურალურ პროდუქტებს, ნედლი სახით, მართლაც რომ საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელთაც შემწვარი სახით გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი – ხახვია. რა თქმა უნდა, ეს ბოსტნეული ნედლი სახითაც საკმაოდ ღირებულია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა სულ რამდენიმე წუთით ხახვის ღუმელში მოთავსების შედეგად, მისი სასარგებლო თვისებები კიდევ უფრო ძლიერდება.

ყველაზე სასიამოვნო კი სწორედ ის ფაქტია, რომ შემწვარი ხახვი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელიცაა. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ მოვამზადოთ ხახვი ღუმელში და რა სახის სასარგებლო გავლენა აქვს ამ პროდუქტს ჩვენს ორგანიზმზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება.

ღუმელში გამომცხვარი ხახვი

ერთ-ერთი უპირატესობა, რომლითაც გამომცხვარი ხახვი ნედლი ბოსტნეულისგან გამოირჩევა, მისი პიკანტური გემოა, თანაც ის საერთოდ არ ტოვებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში მირთმევის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საღამოს პაემანზე მიდიხართ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ეს პროდუქტი.

ხახვი უნდა ვაცხოთ 100-150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-30 წუთით. გამომცხვარი პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, რეკომენდებულია მისი ერთი ნახევარი მივირთვათ დილით, უზმოზე, ხოლო მეორე ნახევარი – დაძინებამდე 2 ან 3 საათით ადრე. გარდა პირდაპირ მირთმევისა, შეგიძლიათ მისი გამოყენება გარნირის სახით თევზისა და ხორცისგან სხვადასხვა გემრიელი კერძების მომზადების დროს.

სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე

1. გამომცხვარი ხახვი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება დიაბეტიკებისთვის. ასე შეუწყობთ ხელს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის ფუნქციონირების გამართვას.

2. გამომცხვარი ხახვის რეგულარულად მირთმევა რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ ბევრი გამოცდილი ექიმი საკუთარ პაციენტებს გამომცხვარი ხახვის ყოველდღიურად მირთმევას ურჩევს. ის წმენდს სისხლძარღვებს და ათავისუფლებს მათ ათეროსკლეროზული საცობებისგან.

3. ხელს გვიწყობს არტერიული წნევის დარეგულირებაში და შაკიკის მარტივად გადატანაში.

4. გამომცხვარი ხახვის სასარგებლოა კომპრესების სახითაც კი. თუ მისგან მომზადებულ ფაფას წყლულებზე ან ჭრილობებზე წაისვამთ, დააჩქარებთ ქსოვილების აღდგენის პროცესს.

5. გამომცხვარი ბოსტნეულის კომპრესებს ძლიერი ანტიბაქტერიული ქმედება ახასიათებს. მისი დახმარებით მკურნალობენ ჰემორიასაც კი, თუმცა ასეთ დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

თუ რეგულარულად გამომცხვარ ხახვს მიირთმევთ, შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრას. ამ პროდუქტის მირთმევა რეკომენდებულია პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც კი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!