ჩემეული ვერსია, გახეხილი ნამცხვარი არაჟნით, რომელიც ბავშვობას გაგახსენეთ

564

ბევრი ვერსია არსებობს გახეხილი ნამცხვრის, რომელიც შეიცავს კენკრას ან ჯემს. მე გადავწყვიტე ეს დესერტი გამეუმჯობესებინა და გამეადა მეტად ფაფუკი და ჰაეროვანი. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე მის არაჟანზე მომზადება.

ინგრედიენტები

  • 180-200გ ფქვილი
  • 2 კვერცხის გული
  • 75გ კარაქი
  • 70გ შაქარი
  • ლიმონის ქერქი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • გამოსაცხობი ფორმა 24სმ

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 380გ არაჟანი 20%
  • 70გ შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.

2.დაუმატეთ შაქარი, კარგად მოურიეთ.

3.გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ მასას. ისევ მოურიეთ.

4.მასას ასევე დაუმატეთ ლიმონის ცედრა.

5.დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ცომი.

6.ცომი გაყავით 2 ნაწილად, შეინახეთ საყინულეში 30 წუთი.

7.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე.

8.ათქვეფილ ცილას დაუმატეთ არაჟანი, თქვიფეთ კიდევ 1 წუთი. მოაყარეთ ფქვილი და შაქარი.

9.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი.

10.ცომი ჩააფინეთ გამოსაცხობ ფორმაში.

11.მოასხით შიგთავსი.

12.მოახეხეთ გაყინული ცომი.

13.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

14.მზა დესერტი სრულიად გააგრილეთ და შედმეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

15.გემრიელად მიირთვით!