შქმერული – ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძი ქართულ რესტორნებში

5278

შქმერული რაჭული კერძია და სოფელ შქმერის სახელს უკავშირდება. შქმერული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კერძია ქართულ რესტორნებში.

ინგრედიენტები: 

  • 1 ცალი ქათამი
  • 400-500 მლ რძე
  •  1 თავი ნიორი
  • 1-2 ს.კ. კარაქი
  • მარილი
  • დაჭრილი ქინძი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

ქათამი შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან და დავჭრათ ნაჭრებად. რძე ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ 350 მლ-მდე არ შემცირდება, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მარილი. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავაწყოთ ქათმის ნაჭრები, დავასხათ სოუსი და 10-15 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. მზა კერძი მოვრთოთ დაჭრილი ქინძით.

ტრადიციული ვარიანტი

წიწილა ორივე მხრიდან შევწვათ კარაქში, დავჭრათ და მოვათავსოთ კეცზე. დარჩენილ ცხიმში მოვშუშოთ 1 თავი დაჭყლეტილი ნიორი და მოვაყაროთ მარილი. ეს მასა მოვასხათ ხორცის ნაჭრებს. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ნაწილობრივ დაფაროს და შევდგათ ღუმელში. როცა ადუღდება, გამოვიღოთ ღუმლიდან და დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი.