შოკოლადის “ფაფა”: სამარხვო, მაგრამ სუპერნოყიერი

1187

სხვადასხვა ფაფები საუზმის შესანიშნავი ვარიანტია, ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და ძალებს ჰმატებს. ამიტომ, ფაფა მსუბუქი და ამავდროულად ნოყიერიც უნდა იყოს. მათთვის, ვინც რძის პროდუქტებს არ მოიხმარს, ვეგანური ფაფები ზედგამოჭრილია. სწორედ ერთ-ერთ ასეთს გთავაზობთ დღეს.

მის მოსამზადებლად თურქული ბარდა, ანუ ნუტი დაგჭირდებათ, რომელსაც დელიკატური თხილის გემო აქვს. სხვა ინგრედიენტებთან შეხამებაში ძალიან საინტერესო გამოდის. ნატურალური მცენარეული რძე შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, ნუშის არ არის აუცილებელი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ნუტი
  • 2 ჭიქა ნუშის რძე
  • 30 გრ თხილი
  • 3-5 ც ფინიკი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 მწ დარიჩინი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ ნუტი, გადაასხით წყალი.
  2. დააბლენდერეთ ნუტი, დაუმატეთ დაჭრილი ფინიკი, კაკაო, დარიჩინი, მარილი.
  3. აადუღეთ ნუშის რძე.
  4. დაასხით ცხელი რძე ნუტს და კვლავ დააბლენდერეთ.
  5. მზა ფაფას მოაყარეთ მოხალული თხილი.

როდესაც ვინმეს პირველად გაასინჯებთ ამ ფაფას, ვერც კი მიხვდებიან, რისგან შედგება ის. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!