შოკოლადის უგემრიელესი ბისკვიტი

968

შოკოლადის ბისკვიტი-ყველასათვის საყვარელი ტკბილეულია. ეს საოცარი ბისკვიტები დანამატი შიგთავსის გარეშეც კი ძალიან ტკბილია. უკვე წლებია რაც ისინი ახარებენ თვალს და გემოს რეცეპტორებს . თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბისკვიტებში საოცარი არაფერია მაშინ თქვენ ძალიან ცდებით.

დღეს ამ შოკოლადის ბისკვიტებმა, კულინარიის სამყაროში ყველაფრის მცოდნე ადამიანებიც კი გაგვაკვირვა. ის ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ხოლო გემო კი ნამდვილად საოცარი აქვს. სცადეთ და მოამზადეთ ეს უგემრიელესი დესერტი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი-4 ცალი
  • მარილი-გემოვნებით
  • რძე-1 ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი-150გ
  • შაქარი-470გ
  • კარაქი-250გ
  • სოდა-2 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი-2 ჭიქა
  • არაჟანი-300გ

მომზადება

1.200გ კარაქი და 350გ შაქარი ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ დაამატეთ მარილი და კვერცხი, განაგრძეთ თქვეფა. ამ მასას დაუმატეთ რძე და სოდა, კვლავ მოურიეთ.

2.ცომს დაუმატეთ 100გ კაკაო და ფქვილი, მთლიან მასას მიქსერთ კარგად მოურიეთ. ღრმა გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხობისათვის ჩვენ ავირჩიეთ 32-24 სმ, დააფინეთ ცხობისათვის განკუთვნილი ქარალდი და მასზე მოათავსეთ საშუალო ზომის ზეთით დამუშავებილი ჭიქები.

3.ფორმაში ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. კექსის მზადება აკონტროლეთ მისი ფერის მიხედვით. სანამ ბისკვიტი ცხვება მოამზადეთ კრემი, ერთმანეთს აურიეთ არაჟანი, შაქარი და დარჩენილი კაკაო.

4.ზემოთ მითითებული მასა პატარა ცეცხლზე შაქრის გალღობამდე მოათავსეთ. დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ. გაგრილებული ბისკვიტიდან ამიღეთ ჭიქები.

5.დესერტი დაჭერით კვადრატებად ისე რომ ჭიქისაგან დარჩენილი ცარიელი ადგილი იყოს ყველა მათგანში. გადაანაწილეთ თეფშებზე და ამის შემდეგ ჩაასხით შოკოლადის კრემი.

დესერტს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი თხილი ან ქოქოსი. როგორც თქვენ გულს გაუხარდება! ეს საოცარი კექსი ნამდვილად გააოცებს ყველას. თქვენ შეგიძლიათ კრემი მოამზადოთ თეთრი შოკოლადისაგან, რძიანი შოკოლადისაგან ან საერთოდაც არაჟნისაგან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს იდეა საოცრად ჟღერს.