შოკოლადის ტორტი ნაზი ბისკვიტით და გემრიელი კრემით

1211

შოკოლადის ტორტის მარტივი რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი გასამეორებელია.

ამ ტორტში ერთიანდება ნაზი ბისკვიტი და მოხარშულ კრემთან ერთად.

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის

  • ხოორბლის ფქვილი 180გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • კარაქი 180გ
  • რძე 300მლ
  • მანანის ბურღული 3 სუფრის კოვზი
  • კურკუმა 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონი 1/2 ცალი
  • შედედებული რძე 150გ
  • შაქარი 100გ

დასანამად

  • შოკოლადი 60გ
  • წყალი 100მლ

მოსასხმელად

  • კარაქი 50გ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი.
  2. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცი და მარილი.
  3. ატქვიფეთ მიქსერით.
  4. დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  5. ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
  6. კვერცხის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილის მასა.
  7. ხელის სათქვიფეით მოურიეთ.
  8. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ძირი და კუთხეები მცენარეული ზეთით დაამუშავეთ.
  9. ცომი ჩაასხით ფორმაში (მე ვიყენებ 24სმ დიამეტრის ფორმას).
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  11. სანამ ბისკვიტი ცხვება მოვამზადოთ კრემი.
  12. ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კურკუმა.
  13. ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე (საშუალო), მოურიეთ და დაუმატეთ მანანის ბურღული.
  14. მიღებული ფაფა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  15. შემდეგ, ცალკე ჯამში მოათავსეთ კარაქი, ათქვიფეთ მიქსერით.
  16. მოაყარეთ შაქარი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებმადე.
  17. ნახევარი ლიმონის ქერქს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
  18. ლიმონის მასა დაუმატეთ შაქრისა და კარაქის მასას, მოურიეთ.
  19. შემდეგ დაუმატეთ შედედებული რძე და რამდენიმე კოვზი მანანის ფაფა. დაიწყეთ თქვეფა.
  20. ნელ-ნელა დაუმატეთ ფაფა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი მზად არის.
  21. მოვამზადოთ დასანამი მასა.
  22. ამისათვის შოკოლადს დაასხით წყალი და მოათავსეთ მიკროტალღურში, რათა კარგად გალღვეს შოკოლადი.
  23. ავაწყოთ ტორტი.
  24. მზა ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და გადმოიტანეთ ფორმიდან.
  25. დანის დახმარებით ბისკვიტი გაყავით ორად.
  26. კორჟი დანამეთ შოკოლადის მასით.
  27. ერთი კორჟი მოათვსეთ თეფშზე და თანაბრად წაუსვით კრემი.
  28. ზემოდან მოათვსეთ მეორე ფირფიტა.
  29. მოათავსეთ მაცივარში, ამასობაში მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი.
  30. ქვაბში მოათავსეთ კაკაო და შაქარი.
  31. დაუმატეთ არაჯანი და მოურიეთ.
  32. ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ კარაქი.
  33. განუწყვეტლივ ურიეთ, კარაქის გალღობის შემდეგ მასა ერთგვაროვანი გახდება.
  34. გამოიტანეთ მაცივრიდან ტორტი და მოასხით მინანქარი.
  35. ისევ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
  36. სულ ეს იყო, უგემრიელესი ტორტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!