შოკოლადის ტორტი გამოცხობის გარეშე ჰაეროვანი კრემით

1818

გასაოცარი, ნაზი ტორტი გამოცხობის გარეშე. უგემრიელესი შოკოლადის კრემით.

ეს ტორტი პირდაპირ დნება პირში.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ორცხობილა 300გ
  • შავი შოკოლადი 200გ
  • ნაღები 30% 500გ
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ნაღები ჩაასხით ღრმა ქვაბში.
  2. ურიეთ განუწყვეტლივ და გაახურეთ 80-90 გრადუსზე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  3. შოკოლადის ფილა გატეხეთ და მოათავსეთ ნაღებში.
  4. ურიეთ სრულ გალღვობამდე.
  5. კრემს გადააფარეთ პაკეტი (ისე რომ ეხებოდეს).
  6. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.
  7. კრემი უნდა იყოს კარგად გაგრილებული.
  8. კრემი მოათავსეთ ჯამში და კარგად ათქვიფეთ.
  9. ჯერ ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, ხოლო შემდეგ კი მოუმატეთ სიჩქარეს.
  10. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  11. მოათავსეთ 1/4 კრემი (სულ იქნება 4 ორცხობილის ფენა და 4 კრემის), კარგად გადაანაწილეთ ზედაპირზე.
  12. ორცხობილა ჩააწეთ ტკბილ ცივ ყავაში და მოათავსეთ კრემზე.
  13. შემდეგ ისევ კრემი და ორცხობილა. ამავე მეთოდით ააწყვეთ დესერტი. ბოლო ფენად მოათვსეთ ორცხობილა.
  14. გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ 8-10 საათი მაცივარში.
  15. გაგრილების შემდეგ წაუსვით კრემი.
  16. ზემოდან მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მიირთვით!