შოკოლადის ტორტი “არაბული ზღაპრები”

1411

გემრიელი ფენებიანი ტორტი “არაბული ზღაპრები” შედგება 4 შოკოლადის ფირფიტისგან, რომელიც შეერთებულია უგემრიელესი ლიმონის კრემით.

ზემოდან მოსხმული შოკოლადის მინანქარი კი დესერტს განუმეორებლად აქცევს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კაკაო 4 სუფრის კოვზი
  • კარაქი 150გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 250-300გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მწიკვი სოდა

კრემისთვის

  • 1 დიდი ლიმონი
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 150გ
  • მანანის ბურღული 4-5 სუფრის კოვზი
  • რძე 200მლ

მინანქრისთვის

  • რძიანი ან მწარე შოკოლაადი 200გ

მომზადება

  1. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ აქაფებამდე. მოაყარეთ კაკაო და მოურიეთ.
  2. ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი. ჩაახეხეთ კარაქი. დაუმატეთ კვერცხის მასა და მოურიეთ შესქელებამდე.
  3. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ნახევარი ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. მზა კორჟი გადმოიღეთ ფორმიდან და გააგრილეთ. ამავე მეთოდით გამოაცხეთ მეორე კორჟი. თითოეული კორჟი გაჭერით 2 ნაწილად.
  4. მოვამზადოთ კრემი. გაჭერით ლიმონი შუაზე, ამოაცალეთ თესლი და ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში. ათქვიფთ რბილი კარაქი და შაქარი, დაუმატეთ ლიმონი. ერთ ჭიქა ცივ რძეში ჩაყარეთ მანანის ბურღული, გადაიტანეთ ქვაბში და მოამზადეთ სქელი ქაში. კრემის მასა კარგად დაქაურიეთ ქაში მასა.
  5. თებშს წაუსვით კრემი და მოათავსეთ კორჟი. წაუსვით კრემი და მოათავსეთ შემდეგი კორჟი. ამ მეთოდით ააწყეთ ტორტი.
  6. გაალღვეთ შოკოლადი. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა კარაქი ან ნაღები. ცოტა გააგრილეთ მინანქარი და მოასხით ტორტს. ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 2 საათი, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!