შოკოლადის ტორტის რეცეპტი ცხობის გარეშე

1879

შოკოლადის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, ძალიან ადვილად მზადდება და უგემრიელესი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ რძის ფხვნილი
  • 5 ს.კ. კაკაო (ან უფრო მეტი)
  • 250 გრ დარბილებული კარაქი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 4-5 სტანდარტული ორცხობილას შეფუთვა

მომზადების წესი 

  1. პირველ რიგში, შეურიეთ ერთმანეთს კაკაო და შაქარი, დაუმატეთ რძის ფხვნილი და კარაქი და კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.
  2. შემდეგ დაადგით წყალი ქურაზე და გახსენით მასში შაქარი (არ აადუღოთ). მიღებული სიროფი გააცივეთ და შეურიეთ კარაქისა და რძის ფხვნილის ნაზავს. კონსისტენცია აუცილებლად უნდა იყოს რბილი და ერთგვაროვანი.
  3. აიღეთ საცხობი ფორმა (უმჯობესია იყოს ოთხკუთხედი), მოათავსეთ მასში საკვები ცელოფანი და ჩაალაგეთ ორცხობილა ზემოდან კი შოკოლადის მასა მოათავსეთ.
  4. გაიმეორეთ იგივე მოქმედება, სანამ ინგრედიენტები არ გამოგელევათ. ბოლო ფენა, რა თქმა უნდა, შოკოლადის უნდა იყოს.
  5. შოკოლადის ტორტი მოათავსეთ მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. როდესაც ტორტი გაცივდება, შეგიძლიათ ზემოდან ნაღებისგან, შედედებული რძისგან და შაქრის პუდრისგან მომზადებული მინანქარი მოასხათ.

გემრიელად მიირთვით!